"ვიხრჩობი დე, გასკდა გული შვილო" - 16 წლის ლუკა ფოფხაძე 40-დღიანი კომის შემდეგ გარდაიცვალა
16 წლის ლუკა ფო­ფხა­ძე, რომ­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბაც მას შემ­დეგ გარ­თულ­და, რაც გა­უ­მარ­თა­ვი რე­ა­ნო­მო­ბი­ლით გა­და­იყ­ვა­ნეს ამ­ბრო­ლა­უ­რი­დან ქუ­თა­ი­სის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, გარ­და­იც­ვა­ლა. ბიჭუნა 41 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში უგონოდ იყო. მას ქუ­თა­ი­სის ინ­ტერ­ვენ­ცი­უ­ლი მე­დი­ცი­ნის ცენ­ტრში მკურ­ნა­ლობ­დნენ.
"ვერ გიშველა დედის ლოცვამ, დე, ვერ გადაგარჩინე, დე, დასრულდა ჩემი და შენი ოცნებები, დე, ახლა მხოლოდ ერთი ოცნება დამრჩა, შვილო
ვიარო იმ გზაზე,რომელიც შენთან მომიყვანს, აქ ვერა,მაგრამ... მანდ მაინც ვიყო შენთან, გზა შემიმოკლე, დედიკო, გთხოვ!
ვიგუდები შვილო, ვერ ვსუნთქავ უშენოოდ, ახლა რა
ვქნა, ახლა როგორ ვიცხოვრო, რა ვუყო 16 წლის მოგონებებს და ნივთებს,რაც შენთან მაკავშირებს,  რა ვუყო იმ ქუჩებს, ადგილებს სადაც ერთად გვივლია,  სად გადავსახლდე,  დედუკაა? უშენოდ როგორ ვისუნთქო?
წამიყვანეე, გემუდარები ლუკა! უერთმანეთოდ ხომ ვერ ვძლებდით, დედუკა?! ჩემო კეთილშობილო...მოსიყვარულე..მზრუნველოო..უწყინარო შვილოო, წამიყვანეეე!!! ყვირილი მინდა, სამყარომ რომ გაიგოს ისეთი ყვირილი,მაგრამ დავმუნჯდიი
ვიხრჩობი დე, გასკდა გული შვილო, დაუბრუნდი სხეულს გთხოვ,,სთხოვე უფალს, შენი კეთილი სული დაუბრუნდეს სხეულს..
დაგაბრუნოს ჩემთან...სთხოვე დედი,  შენ ისეთი კეთილი ხარ,იქნებ მოხდეს სასწაული.
გელოდები დედიკო, გთხოოოვ!!! - წერს გარდაცვლილი ბიჭუნას დედა,  ბელა ჯმუ­ხა­ძე სოციალურ ქსელში.
16 წლის მო­ზარ­დი რა­ჭი­დან ქუ­თა­ის­ის საავადმყოფოში  19 ივ­ლისს მიიყვანესს. ოჯა­ხის ინ­ფორ­მა­ცი­ით, არას­რულ­წლო­ვა­ნი ზღვი­დან დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ და­უდ­გე­ნე­ლი ვირუ­სით შე­უძ­ლოდ გახ­და.
36078
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (7)
1
უფალმა გაგაძლიეროთ
01:24 / 04-09-2019
0
ვინც წერთ “არ მესმის ამხელა ტკივილი და ფეისბუქისთვის როგორ იცლიო” მათ მოგმართავთ, გეტყობათ არ გამოგიცდიათ სიმწარე და ტკივილი რაც შვილის, დედმამიშვილის ან თუნდაც ოჯახის წევრის დაკარგვა, მეც მასე ვფიქრობდი ადრე და ბევრჯერ გულში განმისჯია ვინც სოც.ქსელით სამძიმრებს იღებდა წერდა პოსტების ჩათვლით, მაგრამ ზუსტად 3 თვის წინ 26 წლის და გარდამეცვალა, აბსოლიტურად ჯანმრთელი ერთ ერთი ტანსაცმლის მაღაზიის გასახდელში დაეცა და გული გაუჩერდა, მას შემდეგ სოც. ქსელში სულ ვაკვირდები ვინ დადო ნინიზე პოსტი, ვინ გაიხსენა, ვინ სურათი გააზიარა და მინდა სულ ნინიზე ვწერო ან ბევრი მისი სურთი ან პოსტი ამომიგდოს ფეისბუქმა, მიხარია როცა ნინის მეგობრები ნინის სურათებს აკომენტარებენ, ახაოვთ, უყვართ, არ განსაჯოთ ხალხო არავინ, ღმერთმა თქვენს თავზე რომ არ გამოგაცდევინოთ სიმწარე, თუნდაც ის კომენტრები თანაგრძძნობის, სიყვარულის გამომხატველი გამშვიდებს და გჯერა რომ უყვართ და ახაოვთ, ისევე როგორც სასაფლაოზე შეჰყურებ ყველა გამვლელ მანქანას ნინის საფლავთან გაჩერდება, ან ახალ ყვავილს დაინახავ და გიხარია როგორ უყვართ, ყველას გისურვებთ ბედნიერებას ❤️არ განსაჯოთ არასოდეს არავინ ❤️
23:18 / 03-09-2019
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```