16 წლის ლუკა ფოფხაძე, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც მას შემდეგ გართულდა, რაც გაუმართავი რეანომობილით გადაიყვანეს ამბროლაურიდან ქუთაისის საავადმყოფოში, გარდაიცვალა. ბიჭუნა 41 დღის განმავლობაში უგონოდ იყო. მას ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში მკურნალობდნენ.
"ვერ გიშველა დედის ლოცვამ, დე, ვერ გადაგარჩინე, დე, დასრულდა ჩემი და შენი ოცნებები, დე, ახლა მხოლოდ ერთი ოცნება დამრჩა, შვილო
ვიარო იმ გზაზე,რომელიც შენთან მომიყვანს, აქ ვერა,მაგრამ... მანდ მაინც ვიყო შენთან, გზა შემიმოკლე, დედიკო, გთხოვ!
ვიგუდები შვილო, ვერ ვსუნთქავ უშენოოდ, ახლა რა ვქნა, ახლა როგორ ვიცხოვრო, რა ვუყო 16 წლის მოგონებებს და ნივთებს,რაც შენთან მაკავშირებს, რა ვუყო იმ ქუჩებს, ადგილებს სადაც ერთად გვივლია, სად გადავსახლდე, დედუკაა? უშენოდ როგორ ვისუნთქო?
წამიყვანეე, გემუდარები ლუკა! უერთმანეთოდ ხომ ვერ ვძლებდით, დედუკა?! ჩემო კეთილშობილო...მოსიყვარულე..მზრუნველოო..უწყინარო შვილოო, წამიყვანეეე!!! ყვირილი მინდა, სამყარომ რომ გაიგოს ისეთი ყვირილი,მაგრამ დავმუნჯდიი
ვიხრჩობი დე, გასკდა გული შვილო, დაუბრუნდი სხეულს გთხოვ,,სთხოვე უფალს, შენი კეთილი სული დაუბრუნდეს სხეულს..
დაგაბრუნოს ჩემთან...სთხოვე დედი, შენ ისეთი კეთილი ხარ,იქნებ მოხდეს სასწაული.
გელოდები დედიკო, გთხოოოვ!!! - წერს გარდაცვლილი ბიჭუნას დედა, ბელა ჯმუხაძე სოციალურ ქსელში.
16 წლის მოზარდი რაჭიდან ქუთაისის საავადმყოფოში 19 ივლისს მიიყვანესს. ოჯახის ინფორმაციით, არასრულწლოვანი ზღვიდან დაბრუნების შემდეგ დაუდგენელი ვირუსით შეუძლოდ გახდა.