80 წლის ქუთაისელი ბებო სოციალურ ქსელში მისი საოცარი საქმიანობით გაიცნეს
80 წლის ქუთაისელი ბებო სოციალურ ქსელში მისი საოცარი საქმიანობით გაიცნეს
სოციალური ქსელით ბევრი მისაბაძი ადამიანი აღმოუჩენიათ ინტერნეტმომხმარებლებს. ამ დღეებში ძალიან ბევრი ადამიანის მოწონება დაიმსახურა 80 წლის ქალბატონმა, რომელმაც ასეთ ხანდაზმულ ასაკში ძალიან კეთილშობილური მიზანი დაისახა.
"მე ვარ მალვინა კაკაბაძე, 80 წლის, ქალაქ ქუთაისიდან. მთელი ჩემი ცხოვრება პატიოსან შრომასა და ცხოვრებაში გავატარე. დავასრულე უმაღლესი სასწავლებელი და მრავალი წელი ვიმუშავე ჩემი პროფესიით. ახლა კი მყავს ძალიან კარგი ოჯახი, შვილები და შვილიშვილები.

ქუთაისის ხანდაზმულთა ცენტრთან 2004 წლიდან ვთანამშრომლობ. აქ მოხალისედ დავიწყე მუშაობა და 12
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მარტოხელა პირთან დავდივარ ოჯახებში, რათა გავუწიო მათ დახმარება სხვადასხვა საოჯახო საქმეში. ყველა მათგანი მწოლიარენი არიან და არავინ ჰყავთ, ვინც თუნდაც წყალს მაინც მიაწვდით. მე კვირაში რამდენჯერმე დავდივარ მათთან, ვეგზავნები პროდუქტების საყიდლად, ვულაგებ და ვუსუფთავებ სახლს, ვუმზადებ საჭმელს და გავრბივარ შემდეგ ოჯახში.

ბევრისთვის უცნაურიც კი არის, რომ ამ ასაკში მოხალისედ ვმუშაობ და სხვა მოხუცებს და შეზღუდვის მქონე პირებს ვეხმარები, მაგრამ მე ღმერთმა მარგუნა ეს ბედნიერება, რომ ფიზიკურად შემიძლია. ვერც კი წარმომიდგენია, რომ მე სახლში ვიჯდე უსაქმურად და ამ დროს ვიცოდე, რომ ვიღაცას შემიძლია ღიმილი მოვგვარო სახეზე. მე ამ საქმის კეთებას სიკვდილამდე ვაპირებ და ასეც იქნება."
mshoblebi
ფოტო: ნათელა გრიგალაშვილი
2127
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (4)
NATASHKA
0
დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრტელობა ამ საოცარ ადამიანს...
15:13 / 03-09-2019
თენგიზ
0
უფალის მიერ მოვლენილი არსება. ასეთების მადლით არსებობს ეს ქვეყანა და ქართული გენი.
22:50 / 02-09-2019
xato
0
უფალმა ამრავლოს ტქვენისტანა ადამიანები. მოხუციც და ახალგაზრდაც
22:24 / 02-09-2019
nino
0
რა საყვარელი ქალია, მართლა მდიდარი სულის ადამიანი, დიდხანს სიცოცხლე და სხვების გახარებას გისურვებთ.
19:10 / 02-09-2019
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```