ნანუკა გოგიჩაიშვილი თხოვდება - ქალაქის სასურველმა სასიძომ მოულოდნელად გადაწყვიტა მისთვის ცოლობა შეეთავაზებინა - მშობლები

ნანუკა გოგიჩაიშვილი თხოვდება - ქალაქის სასურველმა სასიძომ მოულოდნელად გადაწყვიტა მისთვის ცოლობა შეეთავაზებინა

2019-09-02 16:21:58+04:00

მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი თხოვდება. ცნობილი ბიზნესმენის, კობა ნაყოფიას, შვილი - ნიკა ნაყოფია და ნანუკა დიდი ხნის განმავლობაში ხვდებოდნენ ერთმანეთს. მიუხედავად იმისა, რომ ცდილობდნენ საზოგადოების თავშეყრის ადგილებში ერთად არ გამოჩენილიყვნენ, თბილისში აქტიურად საუბრებდნენ მათ რომანზე. დღეს კი ნანუკამ გაასაჯაროვა ფოტო-ვიდეო მასალა, სადაც ხელის თხოვნის სცენაა ასახული. როგორც კადრებიდან ჩანს, ნანუკა არ ელოდა ნიკასგან ხელის თხოვნას, ქალაქის სასურველმა სასიძომ მოულოდნელად გადაწყვიტა საყვარელი ქალისთვის ცოლობა შეეთავაზებინა და დასტურიც მიიღო.

" მადლობა ყოველი წამისთვის შეუდარებელი ხარ" - ამ ტექსტს უძღვნის საქმროს ცნობილი მოდელი.

თეკლა ჟვანია