ბათუმის სამედიცინო ცენტრ "ბი ემ სიში“ ახალშობილი ცალი თვალით დაიბადა. ამის შესახებ ინფორმაციას TV 25 ავრცელებს. როგორც ცნობილია, ბავშვი ოთხი დღის წინ დაიბადა, თუმცა ოჯახმა დღეს შეიტყო, რომ მას ცალი თვალი არ აქვს, რასაც საავადმყოფოს ტერიტორიაზე დაპირისპირება მოჰყვა. ახალშობისლის ოჯახის წევრები ექიმებს უყურადღებობაში ადანაშაულებენ და ბრალს სდებენ, რომ აღნიშნული ფაქტი მათ განგებ დამალეს.
"დღეს მეუბნებიან, რომ ბავშვს ცალი თვალი არ აქვსო. აქამდე მეუბნებოდნენ, რომ პატარაა და თვალს გაახელსო.“- აცხადებს ახალშობილის დედა.
"ექიმს დღეს ვუთხარი, რომ ბავშვის ცალი თვალი არ მომწონდა. გუშინ მითხრეს, რომ ჩვილია და ძალით ხომ ვერ გავახელინებთო. დღეს უნდა გაეწერათ, მაგრამ დატოვეს. ჩემთან ერთად შეუმოწმეს და დავინახე, რომ ბავშვს ცალი თვალი არ აქვს.“- აცხადებს ახალშობისლის მამიდა.
ექიმის თქმით, ახალშობილს თვალის შეშუპება აღენიშნებოდა და შესაბამისი სპეციალისტიც გამოიძახეს დასახმარებლად. ოჯახი კი აცხადებს, რომ ამ საქმეს ბოლომდე მიჰყვებიან.