15 წლის ნატა ბოლქვაძე ერთი წლის წინ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნაატანებში, საკუთარ სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს. როგორც ცნობილია, თვითმკვლელობის მიზეზი შანტაჟი გახდა. გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობდა, რის შედეგადაც სამართალდამცავებმა 22 წლის მ.თ დააკავეს. გოგონას გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე დედა ტკივილით სავსე წერილს უძღვნის გარდაცვლილ შვილს:
"ზუსტად ერთი წლის წინ ჩამოინგრა ჩემი წილი დედამიწა.... ზუსტად ერთი წლის წინ, ზუსტად ასეთ მზიან დილას მოვისმინე შენი უკანასკნელი საყვედური დედიკო- "რატომ არ გამაღვიძე, სამსახურში უნდა გაგაცილოო" ... თურმე უკანასკნელად... ნეტა ახლა შემეძლოს შენი გაღვიძება ჩემო სიცოცხლის სხივო, ჩემო გაუსაძლისო მონატრებავ! მხოლოდ უფალი იქნება იმ არაკაცის მსაჯული, ვინც შენი ულამაზესი სიცოცხლე და უსაზღვრო სიყვარული წამართვა... სასწაულის მოლოდინში ვარ მთელი წელია, მაგრამ ვაი, რომ სასწული თურმე ქვეყნად არ ხდება...გრძელდება ეს უმიზნო ცხოვრება უშენოდ დედიკო, მაგრამ ყოველ წამს მხოლოდ შენთან მოსვლის მოლოდინით... შენ სიკვდილი გამიიოლე ნატა, შიში მომისპე... შეგინდოს დედიკო უფალმა... ჩემს მეგობრებს ყველას, ვინც 14 აგვისტო მომილოცა რაღაცა გზით, ან ვინც ვერ მომილოცა, სიტყვები არ მოეძებნა, მაინც მადლობა, თუმცა უსაშველოდ მიჭირს მადლობი გადახდა, ჩემი დაბადების დღე, ჩემი შვილის ამ ქვეყნად ყოფნის უკანასკნელი დღე აღმოჩნდა... ამ ვიდეოს მათ გიტოვებთ, ვინც იცით, როგორი სიცოცხლე ჩააქრო საზიზღარმა არაკაცმა"- წერს ნატა ბოლქვაძის დედა.