სოციალურ ქსელში თეა წულუკიანი და მისი მეუღლე, ნუგზარ კაკულია, შვილის ფოტოებს აქვეყნებენ, რასაც უამრავი ადამიანის გამოხმაურება და დადებითი კომენტარი მოჰყვა.
გოგონას, თეა ულუკიანის თქმით, გამზრდელი ბებიის სახელი, მერი ჰქვია.
"მას ჰქვია ჩემი გამზრდელი ბებიის სახელი, რაც ძალიან მიხარია იმიტომ, რომ ის ასრულებს სიმბოლურად როლს, რომ მომავალში მიაქვს წარსული, რომელიც მინდა, რომ მუდამ ცოცხალი იყოს."- განახცადა თეა წულუკიანმა ოლგა ბაბლუანის საავტორო გადაცემაში "რა დროს ძილია?!"
თეა წულუკიანი და ნუგზარ კაკულია 2016 წელს დაქორწინდნენ, 2017 წლის 18 მარტს კი მათ გოგონა შეეძინათ.