გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დასავლეთ საქართველოში ხვალიდან გამოიდარებს და მოსალოდნელია უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურაც მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით კახეთში და ასევე თბილისში დღეს, დღის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია წვიმა. ხვალაც შენარჩუნდება მცირე წვიმა და არამდგრადი ამინდი შემდეგი ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 32 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოსა და თბილისში კი ტემპერატურა 24-26 გრადუსის ფარგლებში იქნება.
არამდგრადი ამინდები გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15 სექტემბრიდანაა მოსალოდნელი.