ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე შვილიშვილის შესახებ სოციალურ ქსელში ხშირად დებს პოსტებს, ამჯერად კი ჰყვება, თუ როგორ თქვა უარი, პატარა თინამ უფროსების მიერ შეთავაზებულ სამოსზე, რომელიც ბაღში წასასვლელად შეურჩიეს.
"დღეს თინამ მოიტყორცნა კონსორციუმის გადაწყვეტილებით მომზადებული ტანსაცმელი, რომლითაც ბაღში უნდა წასულიყო და თავისი გემოვნებით გადაწყვიტა ჩაცმა. ჰოი, ჩემო და ყველა სხვისი რელიგიის ღმერთებო, დაიწყო-მეთქი განსაცდელი, გავიფიქრე, მაგრამ ხელს როგორ შევუშლიდი. ფსიქოლოგიის წიგნებიდან რაც მისწავლია და მერე სხვისთვის რაც მისწავლებია, ნება არ დათრგუნოთ ბავშვში-მეთქი, თავად ხომ არ დავარღვევდი ოქროს წესებს. ჩაიცვა, მაგრამ რა ჩაიცვა, ისე გამოეწყო, გეგონებოდა, ესთეტიკის პროფესიონალი დედანი და მამანი იღებდნენ მონაწილეობას მის გამოწყობაში. ისეთი აურზაური გვქონდა, სანამ გაეტეოდა მამამისთან ერთად სახლიდან, რომ ფოტო ვერ გადავიღე. სიტყვაზე მენდეთ, ულამაზესი წაბრძანდა", - წერს სოციალურ ქსელში ნათია ფანჯიკიძე.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია და ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ბებია-ბაბუა სამი წლის წინ გახდნენ. პოლიტიკოსის ვაჟს ნიკოს, მეუღლისგან, ნუცა ადამიასგან ქალიშვილი შეეძინა, რომელსაც თინათინი დაარქვეს.