ქართველი ვარსკვლავები მეორედ, მესამედ დაოჯახების შემდეგ განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში ექცევიან. საზოგადოებას აინტერესებს მათი ახალი ოჯახის შესახებ დეტალები, როგორი ურთიერთობა აქვთ მეუღლის პირველ ცოლთან, შვილებთან...
თუმცა თანამედროვეობამ მოიტანა და რიგ შემთხვევებში სელებრითები მეუღლეების წინა ქორწინებებიდან შეძენილ შვლებთან, ხანდახან ყოფილ ცოლებთან მეგობრობენ კიდეც. საბედნიეროდ, ზღაპრებიდან წამოსული დედინაცვლისა და გერის მითი უკვე დიდი ხანია დამსხვრეულია.
წარმოგიდგენთ ქართველ ვარსკვლავებს, რომლებიც გერებთან მეგობრობენ კიდეც.
ნინა წკრიალაშვილი მართალია ჯერ მესამედ არ დაოჯახებულა, მაგრამ ბოლო ინფორმაციით, ის სწორედ შემოდგომაზე იქორწინებს წარმოშობით ლიბანელ ილიას აზარზე.
ნინა უკვე დიდი ხანია საყვარელ ადამიანთან ერთად საბერძნეთში ატარებს დროს. ილიასი სოციალურ ქსელში საკუთარი ქალიშვილის ფოტოს აქვეყნებს, რომელიც ჯერჯერობით დედინაცვალთან ერთად არ პოზირებს, მაგრამ როგორც ჩანს, იდეალური ურთიერთობა აქვს მამასთან.
ჯანეტ ქერდიყოშვილი პროდიუსერ და ტელეწამყვან ნოე სულაბერიძის მესამე ცოლია. ნოეს პირველი ქორწინებიდან უფროსი ვაჟი და მეორე ქორწინებიდან ქალიშვილი ჰყავს. ბავშვებს არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ დედინაცვალთან და ზაფხულში რამდენიმე დღე ზუგდიდში ერთად დაისვენეს.
ლელა წურწუმიასა და კახა მამულაშვილის ქორწინება უამრავ წელს ითვლის, მაგრამ ყველასთვის ცნობილია, რომ მამულიჩას პირველი ქორწინებიდან უფროსი ვაჟი - ნიკო ჰყავს. ლელას გერთან დაოჯახებიდან არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა. წაიკითხეთ სრულად