რვეულების ახალი და მრავალფეროვანი კოლექცია "ბიბლუსში"
რვეულების ახალი და მრავალფეროვანი კოლექცია "ბიბლუსში"
სკოლებში სწავლის დაწყებამდე ძალიან ცოტა დრო დარჩა. წინდახედულმა მოსწავლეებმა და მშობლებმა წინასასკოლო საყიდლებზე ზრუნვა უკვე დაიწყეს. მით უმეტეს, რომ წიგნის მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსში" სასკოლო ინვენტარის სრული კოლექცია უკვე წარმოდგენილია, თანაც განსაკუთრებული ფასდაკლებით.

მთავარი სასკოლო ნივთები სახელმძღვანელოები და რვეულებია. ამჯერად თქვენს ყურადღებას რვეულებზე შევაჩერებთ, მით უმეტეს, რომ "ბიბლუსმა" რვეულების ახალი კოლექცია წარადგინა, ასე რომ ყველა გემოვნებისა თუ ინტერსების მქონე მოსწავლე შეარჩევს მისთვის სასურველ დიზაინს.

"ბიბლუსში" რვეულების გარეკანის დიზაინი თემატიკის მიხედვით სხვადასხვაა:
სპორტი, ხელოვნება, მუსიკა... წარმოგიდგენთ 5 განსხვავებული ვიზუალის ყდის რვეულს, რომელიც დავალებების მომზადების პროცესს გაცილებით სასიამოვნოსა და მხიარულს გახდის.

სპორტი
mshoblebi
სპორტის მოყვარულ გოგო-ბიჭებს ფეხბურთელების, რაგბისტებისა და სხვა სპორტსმენების გამოსახულებიანი რვეულები ძალიან მოეწონებათ. ამ მიმართულებით წელს "ბიბლუსში" განსაკუთრებული სიახლეა - ქართველი ბორჯღალოსნების გამოსახულებიანი ყდის დიზაინის რვეულები. ეს სიახლე განსაკუთრებით გაახარებთ მათ, ვინც რაგბის წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატს ელოდება და ქართველ რაგბისტებს ქომაგობს. გარდა იმისა, რომ ბორჯღალოსნების გამოსახულებიანი რვეულები ჩვენი ნაკრების გულშემატკივრებისთვის საუკეთესო არჩევანია, მათ ირჩევენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ ამბიცია, რომ მუდამ საუკეთესოები იყვნენ, არასოდეს ნებდებიან და გამარჯვებისთვის ბოლომდე იბრძვიან.

ბუნება
mshoblebi
მათ, ვისთვისაც მეცადინეობა, დავალებების შესრულება ნერვიულობასთან და სტრესთან ასოცირდება, ულამაზესი ბუნების გამოსახულებიანი რვეულის ყდები ძალიან მოეწონებათ.
არამხოლოდ ბუნებაში ყოფნა, არამედ ბუნების სურათებიც კი ადამიანის ფსიქიკაზე დადებითად მოქმედებს, ადუნებს და კარგ ხასიათზე აყენებს. სხვადასხვა ქვეყნის ქალაქების, ღირსშესანიშნაობების გამოსახულებიანი ყდები, რომლებიც რვეულების ახალ კოლექციაშია წარმოდგენილი, მოგზაურობის მოყვარულებისთვისაც იდეალური არჩევანია.

მანქანები
mshoblebi
მანქანების მოყვარულებს "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში მთელი მსოფლიოს ბრენდების მანქანების გამოსახულებიანი რვეულები ელოდებათ. ასეთი ყდის რვეულებს ირჩევენ ადამიანები, რომლებსაც უყვართ მოძრაობა და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი აქვთ. სხვადასხვა ბრენდის მანქანის გამოსახულებიანი რვეულები მანქანების მოყვარულებისთვის სწავლის პროცესს გაცილებით სასიამოვნოს გახდის.

მუსიკა
mshoblebi
ყურსასმენები, ნოტები, აიპოდი, რომელიც სიმღერებით არის სავსე - მუსიკის მოყვარულებს მსგავსი გამოსახულებების რვეულები ნამდვილად უნდა ჰქონდეთ, რათა მათი საყვარელი მელოდიები მაშინაც კი მათთან იყოს, როცა მოსმენას ვერ შეძლებენ. მუსიკის აქსუარების გამოსახულებიანი რვეულები, რომლებზეც სამოტივაციო ფრაზებიც წერია, გარდატეხის ასაკის მქონე ბავშვებისთვისაც კარგი არჩევანია, რადგან ამ დროს ბევრი მათგანი სწორედ მუსიკაში ეძებს და პოულობს თავის შეკითხვებზე პასუხს.

ლიტერატურა
mshoblebi
საყვარელი წიგნის ყდა არის ის, რომლის მიმართაც ყველა მკითხველს განსაკუთრებით სენტიმენტალური დამოკიდებულება აქვს. იმისთვის, რომ თქვენი საყვარელი წიგნები ყველგან და ყოველთვის თქვენთან იყოს, "ბიბლუსი" მათ გამოსახულებიან რვეულებს გთავაზობთ. კლასიკური თუ თანამედროვე, ქართული თუ უცხოური ლიტერატურა, სხვადასხვა ჟანრი და პერიოდი - თქვენი საყვარელი წიგნის შესაბამისი ყდის რვეულს აქ აუცილებლად იპოვით.

კვლევები ცხადყოფს, რომ მოსწავლის განწყობა და სწავლის მოტივაციაც კი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სასკოლო ინვენტარზე. ასე რომ, შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ვიზუალის რვეულები, რომლებიც "ბიბლუსში" განსაკუთრებული ფასდაკლებით გელოდებათ, და მოტივირებულები შეხვდით ახალ სასწავლო წელს.
297
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```