ისტორიულად, ძალადობის მსხვერპლს, ან ახლობლის მიერ შეცდენილ გოგონას ნაკლებად შეიძლებოდა ჰქონოდა მფარველობს იმედი. როგორც წესი, ისევ მას ადანაშაულებდნენ, რადგან "აცდუნა" მოძალადე.
არსებობს რამდენიმე ისტორიული ფაქტი, რომლებსაც მეცნიერებიც იკვლევენ, როდესაც ძალადობის თემებზე მუშაობენ.
მარია ლუიზა არლეანსკაია
პრინც ფილიპ ორლეანელსა და მის გოგონაზე ბინძური ხმები დადიოდა. ისინი განუყოფელი იყვნენ მას შემდეგ, რაც 6 წლის ასაკში პატარა პრინცესა ავად გახდა. მამა ერთი წუთით არ შორდებოდა მის საწოლს. როდესაც მარია გაიზარდა, ცოლად გაჰყვა თავის ბიძას - ესპანეთის მეფეს კარლ II-ს. მისი ყველა ორსულობა ნაყოფის მოშლით მთავრდებოდა. ხმები დადიოდა, რომ ის ორსულდებოდა არა ქმრისგან, არამედ მამისგან, რადგან კარლს პოტენციასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. მარიას ქცევაში შეიმჩნეოდა ფსიქოლოგიური ტრავმის ნიშნები. მას ჰქონდა დეპრესია, ალკოჰოლიზმი და გაუმაძღრობა, რაც პედოფილის მსხვერპლის დამახასიათებელი სიმპტომებია. დედოფალი 26 წლის ასაკში გარდაიცვალა.
პეტრესა და მის გოგონაზეც ჭორები დადიოდა. მეფეს შეეძლო ხალხის თანდასწრებით დაეკოცნა შვილისთვის ხელები და ფეხები, ასევე შეუკვეთა მისი შიშველი პორტრეტი. მამის სიცოცხლის პერიოდში გოგონა არ გათხოვდა, რადგან მისთვის შესაფერისი მამაკაცი ვერ მოიწონა მამამ. სამაგიეროდ, როდესაც მეფე გარდაიცვალა, ელისაბედი ხშირად იცვლიდა საყვარლებს. ორსულად არ დარჩენილა არც ერთისგან. როგორც შემდეგ გაირკვა, მამის გარდა მასზე ნათესავი პეტრე II-ც ძალადობდა. მაშინ გოგონა 12 წლის იყო, პეტრე კი - 17-ის.
სანამ რუს დედოფალს ევპრაქსიას მარკგრაფ შტადენს გაურიგებდნენ, რამდენიმე წლით ადრე კათოლიკურ ეკლესიაში მიაბარეს აღსაზრდელად. მისი მასწავლებელი აბატისა ადელგეიდა იყო, გერმანელი იმპერატორის ჰენრიხ IV-ის და. როდესაც აბატისა დაქვრივდა, მან დააახლოვა ევპრაქსია თავის ძმასთან, რის შედეგადაც ისინი დაქორწინდნენ. ევპქრაქსიას ოჯახი წინააღმდეგი იყო ამ ქორწინების. ჰენრიხი ცნობილი იყო, როგორც გარყვნილი და მოძალადე. თავის მეგობრებს ნებას აძლევდა ეძალადათ ცოლსა და დაზე - ადელგეიდაზე, რომელსაც ქალიშვილობა დააკარგვინა. ამიტომაც წავიდა მონასტერში, რათა შორს ყოფილიყო ძმისგან. რატომ გაუჩნდა იმის სურვილი, რომ ევპრაქსია დაეახლოვებინა ძმასთან? ალბათ სურვილი იმისა, ძმას ყურადღება სხვაზე გადაეტანა. შედეგად ევპრაქსიამ გადაიტანა ის, რაც თვითონ. ევპრაქსია გადაარჩინა შვილმა. მას შემდეგ, რაც მამამ შვილის ჩათრევაც მოინდომა თავის "გართობებში", ბიჭმა მოკიდა დედას ხელი და გაიქცა. საიტერესოა, რა ბედი ეწიათ იმპერატორის ორ ქალიშვილს, რომელთა დამცველიც არავინ აღარ იყო?
გადმოცემის თანახმად, მარგომ სქესობრივი ცხოვრება 11 წლის ასაკში დაიწყო. 16 წლის კი ყველა თავისი ძმის საყვარელი იყო. მას ბუნებით გარყვნილს ეძახდნენ. ჰენრიხ ნავარელთან ქორწინების შემდგომაც აგრძელებდა გარყვნილ ცხოვრებას. ჰყავდა ნაირ-ნაირი საყვარლები. თუმცა ამბობენ, რომ ამ ყველაფრის მიზეზი სწორედ ძალადობა იყო - მასზე პატარა ასაკში იძალადეს და აქციეს იმად, რაც ბოლოს გადხა.