- საკმაოდ რთული და ემოციებით დატვირთული ზაფხული გვქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ნიკუშა და ნატალია მთელი წლის განმავლობაში ემზადებოდნენ სტუდენტობისთვის, ეს პროცესი ყველაზე მძაფრად გამოცდების დროს შევიგრძენით, ემოციებმა პიკს სწორედ ამ დროს მიაღწია. ჩემი შვილიც და ძმისშვილიც ორივე ძალიან დამოუკიდებელები არიან, ზოგადად ისეთი თაობაა, ზედმეტად მათ ცხოვრებაში ჩარევის უფლებას არ მოგცემეენ და სიმართლე გითხრა, ამის საჭიროებაც არ არის. იციან რა უნდათ, ამა თუ იმ საკითხს უდგებიან სწორად და გადაწყვეტილებებს იღებენ. შესაბამისად, ჩვენ მათ პროფესიულ არჩევანში არ ჩავრეულვართ, ამის სურვილი არც უფროსებს გვქონია და არც ნიკოლოზს და ნატალიას. მეტიც, ნიკას რომ ვეკითხებოდი, როგორ მიდის მასწავლებლებთან საქმე, რას ფიქრობ, როგორი შედეგები გაქვს-თქო, დიდად არ სიამოვნებდა და მისგან პასუხსაც ვერ ვიგებდი. მერე მასწავლებლებს ვურეკავდი ჩუმად, მათგან უფრო ვიგებდი ამბებს და ვმშვიდდებოდი. თავიდან, თითქოს თვითონ აბიტურიენტებიც არ ეკიდებოდნენ სერიოზულად საქმეს, სულ ვეუბნებოდი, რა დროს აქეთ-იქით სიარულია, მთელი დრო მეცადინეობას უნდა დაუთმოთ-თქო, მაგრამ ხომ იცით როგორც ხდება? ხან „open air“ იყო, ხან რა და ხან - რა, ისინიც ყველანაირად ცდილობდნენ, დრო გამოენახათ და წასულიყვნენ. მოკლედ, ასე იყო თუ ისე, საბოლოოდ ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ორივე სტუდენტი გახდა.
- ნიკოლოზიც და ნატალიაც თავიდან შევიყვანეთ პირველ ექსპერიმენტულში, მამაჩემიც იქ დადიოდა და ჩვენც იქ მივიყვანეთ ორივე. მერე გადავიყვანეთ საფეხბურთო სკოლა „ოლიმპიკში“, ნატალიც, სხვათა შორის. მოხდა, ისე რო ნიკას ბოტკინი დაემართა, სპორტით დატვირთვა აღარ გამოდიოდა და გადავიყავნეთ 53-ე სკოლაში, სადაც ბოლომდე ისწავლა. თუმცა, მე-9-10 კლასში დადიოდნენ მოსამზადებელში, რაც ვთვლი, რომ კარგი გადაწყვეტილება იყო. ეს ის პერიოდია, როცა ბავშვებს სწვლა აღარ უნდათ, ყველა გარეთ დგას, ამ დროს კი ნიკა და ნატალია ორივე დადიოდნენ მოსამზადებელში, რომელმაც ბევრი რამ მისცა.
- კი, რასაკვირველია ემზადებოდნენ.
- სამწუხაროდ, ვერა და ეს სწორედ ის თემა იყო, რომელზეც გავბრაზდი, გვქონდა დიდი კამათი მხოლოდ იმაზე, რომ უფრო მეტი დრო უნდა დაეთმოთ სწავლისთვის. ცოტა მეტი პასუხისმგებლობით რომ მოკიდებოდნენ, ცოტა უფრო მეტი რომ ემეცადინათ, გრანტს მოიპოვებდნენ, მაგრამ.
- გინდა დაიჯერეთ და გინდ - არა, არც ერთს ამ საკითხში არ ჩავურევივართ. მეგონა, ნიკუშა სამედიცინოზე ჩააბარებდა. სხვათა შორის, თავის დროზე მამაჩემსაც უნდოდა ექიმობა, ნიკაც თითქოს დაინტერესებული იყო, ისეთი არგუმენტები ჰქონდა ხოლმე ამა თუ იმ საკითხზე, ვფქირობდი, სამედიცინო გზით წავიდოდა, მაგრამ საბოლოოდ ბიზნესის ადმინისტრირებაზე ჩააბარა. ნატალიას სექტემბერში მსახიობობა უნდოდა, ოქტომბერში აღარ უნდოდა, მერე სხვა რამეს ამბობდა, მოკლედ, ყოვლეთვიურად იცვლიდან აზრს, მაგრამ საბოლოოდ პიარსა და მარკეტინგზე შეაჩერა არჩევანი. ზოგადად, ნატალია ძალიან შეიცვალა მას შემდეგ, რაც შეყვარებული ჰყავს, უფრო დასერიოზულდა, მეტი პასუხისგმებლობით მოეკიდა სწავლასაც და ყველაფერს, ამ ფაქტორმა მასზე ძალიან კარგად იმოქმედა.
- გიორგის და ნატალიას ისეთი ურთიერთობა აქვს, ისე „ჭორაობენ“ სხვადასხვა საკითხზე, რომ ხანდახან მაკვირვებენ. რა თქმა უნდა, ემოციურად შეხვდა ამ ამბავს, ოღონდ არა ნეგატიურ კონტექსტში, თუმცა, მთავარია ის, რომ ვიცით, ნატალიას გვერდით კარგი ადამიანია.
- სიმართლე გითხრათ, არა. როგორც თავად გადაწყვეტენ, ისე უნდა მოიქცნენო ამბობდა. ახლა სხვანაირი ბავშვები არიან, კიდევაც რომ გინდოდეს, ვერ ეტყვი ეს და ეს გააკეთეო, თან სხვამ ხომ არ უნდა მართოს მათი ცხოვრება? თავად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება და ასეც მოხდა.
- ვიტყოდი, რომ ერთადერთი დადებითი მხარე. ხმამაღლა ვამბობ, რომ ქალი ადრე არ უნდა გათხოვდეს არავითარ შემთხვევაში, უნდა ისწავლოს, იმუშაოს, მყარად დადგეს ფეხზე და მერე შექმნას ოჯახი.
- რასაკვირველია, გარდატეხის ასაკში იცვლება ადამიანი, თუმცა მინდა გითხრათ, რომ მე ნიკოლოზისგან პრობლემები არ შემხვედრია, ისეთი წრე და სამეგობრო ჰყავს, რომ მშვიდად ვარ, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია. უკვე იმხელაა, და-ძმასავით ვართ, რაღა დროს ჩვენი ჩხუბია. შეიძლება ვუსაყვედურო, ვუთხრა, რა არ მომწონს, მაგრამ ეს ყველაფერი მეგობრულად და დედა-შვილურად, ჩვენს ურთიერთობაში რიდიც არის, მეგობრობაც და პატივისცემაც.
ციცი ომანიძე