პატარძალმა გადაწყვიტა, სმენადაქვეითებული საქმროსთვის სიურპრიზი მოეწყო - სტუმრებმა ცრემლები ვერ შეიკავეს
ცოტა ხნის წინ Youtube-ზე ვიდეო გავრცელდა - ავსტრალიელი წყვილის, ელიზაბეტისა და სკოტის საქორწინო ცერემონიის ამსახველი. კადრში ჩანს, როგორ მიემართება ძვირად ღირებულ კაბაში გამოწყობილი გოგონა მომავალი მეუღლისაკენ...

უცებ პატარძალი ჩერდება, მოულოდნელად ირთვება ამერიკელი მომღერლის, კრისტინა პერის, ჰიტი "ათასი წელი“ და გოგონა იწყებს ჟესტების ენით სიმღერის ავსტრალიურად შესრულებას... 

ამას სკოტი ნამდვილად არ ელოდა! მას სმენის პრობლემა 5 წლის ასაკში შეექმნა, 8 წლის ასაკში კი საერთოდ აღარ ესმოდა. ორი წლის წინ ერთ-ერთი საიტის მეშვეობით
გაიცნო ელიზაბეტი და მათ ერთმანეთი ერთი ნახვით შეუყვარდათ.
გოგონამ მალევე ისწავლა ჟესტების ენა, რომ სკოტთან ურთიერთობა ჰქონოდა. ქორწილისთვის კი ჩუმად ისწავლა სიმღერა და საქმროს სიურპრიზი მოუწყო.

mshoblebi

სკოტს ცრემლების შეკავება ნამდვილად არ შეეძლო. ელიზაბეტის თქმით, მან ქორწილის შემდეგ ვიდეო ბევრჯერ გადაახვია და აღფრთოვანებას ვერ მალავდა.

ვიდეო მალევე ნახა 400 ათასზე მეტმა ადამიანმა. "ვიღებ შეტყობინებებს მსოფლიოდან ადამიანებისგან, რომლებზეც განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ჩემმა ნამღერმა, - ამბობს ელიზაბეტი, -  განსაკუთრებით კი ემოციურია ის წერილები, რომლებსაც შეზღუდული შესაძლებლობლის მქონე ბავშვების დედები მწერენ. ამბობენ, რომ მე მათ მივეცი იმედი, რომ მათი შვილები აუცილებლად იპოვნიან ბედნიერებას მომავალში“.

2508
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```