ცოტა ხნის წინ Youtube-ზე ვიდეო გავრცელდა - ავსტრალიელი წყვილის, ელიზაბეტისა და სკოტის საქორწინო ცერემონიის ამსახველი. კადრში ჩანს, როგორ მიემართება ძვირად ღირებულ კაბაში გამოწყობილი გოგონა მომავალი მეუღლისაკენ...
უცებ პატარძალი ჩერდება, მოულოდნელად ირთვება ამერიკელი მომღერლის, კრისტინა პერის, ჰიტი "ათასი წელი“ და გოგონა იწყებს ჟესტების ენით სიმღერის ავსტრალიურად შესრულებას...
ამას სკოტი ნამდვილად არ ელოდა! მას სმენის პრობლემა 5 წლის ასაკში შეექმნა, 8 წლის ასაკში კი საერთოდ აღარ ესმოდა. ორი წლის წინ ერთ-ერთი საიტის მეშვეობით გაიცნო ელიზაბეტი და მათ ერთმანეთი ერთი ნახვით შეუყვარდათ.
გოგონამ მალევე ისწავლა ჟესტების ენა, რომ სკოტთან ურთიერთობა ჰქონოდა. ქორწილისთვის კი ჩუმად ისწავლა სიმღერა და საქმროს სიურპრიზი მოუწყო.
სკოტს ცრემლების შეკავება ნამდვილად არ შეეძლო. ელიზაბეტის თქმით, მან ქორწილის შემდეგ ვიდეო ბევრჯერ გადაახვია და აღფრთოვანებას ვერ მალავდა.
ვიდეო მალევე ნახა 400 ათასზე მეტმა ადამიანმა. "ვიღებ შეტყობინებებს მსოფლიოდან ადამიანებისგან, რომლებზეც განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ჩემმა ნამღერმა, - ამბობს ელიზაბეტი, - განსაკუთრებით კი ემოციურია ის წერილები, რომლებსაც შეზღუდული შესაძლებლობლის მქონე ბავშვების დედები მწერენ. ამბობენ, რომ მე მათ მივეცი იმედი, რომ მათი შვილები აუცილებლად იპოვნიან ბედნიერებას მომავალში“.