როგორი ამინდი იქნება სწავლის დაწყების პირველ დღეს და როდიდან გამოიდარებს
როგორი ამინდი იქნება სწავლის დაწყების პირველ დღეს და როდიდან გამოიდარებს
16 სექტემბერს სკოლებსა და ბევრ უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი იწყება. ამიტომ, ბევრ ადამიანს აინტერესებს, როგორი ამინდი იქნება კონკრეტულად ამ დღეს.

გარემოს ეროვნულ სააგენტოში განაცხადეს, რომ 16 სექტემბერს არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი და დღის განმავლობაში  სუსტი ქარი და დროგამოშვებით წვიმა იქნება. ტემპერატურა კი დაახლოებით 24 გრადუსია მოსალოდნელი. 

დასავლეთ საქართველოსა და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი. ტემპერატურა კი 25 გრადუსს მიაღწევს. 

ზოგადად, საქართველოში 13 სექტემბრიდან გამოიდარებს და ტემპერატურაც მოიმატებს. 16 სექტემბრიდან კი კვლავ
დასავლეთის ქარი იქროლებს და არამდგრადი ამინდები დაიწყება.

თამარ იაკობაშვილი

19736
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```