16 სექტემბერს სკოლებსა და ბევრ უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი იწყება. ამიტომ, ბევრ ადამიანს აინტერესებს, როგორი ამინდი იქნება კონკრეტულად ამ დღეს.
გარემოს ეროვნულ სააგენტოში განაცხადეს, რომ 16 სექტემბერს არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი და დღის განმავლობაში სუსტი ქარი და დროგამოშვებით წვიმა იქნება. ტემპერატურა კი დაახლოებით 24 გრადუსია მოსალოდნელი.
დასავლეთ საქართველოსა და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი. ტემპერატურა კი 25 გრადუსს მიაღწევს.
ზოგადად, საქართველოში 13 სექტემბრიდან გამოიდარებს და ტემპერატურაც მოიმატებს. 16 სექტემბრიდან კი კვლავ დასავლეთის ქარი იქროლებს და არამდგრადი ამინდები დაიწყება.
თამარ იაკობაშვილი