მომღერალმა თაკო გაჩეჩილაძემ და ბორისლავ მილანვმა თბილისში იქორწინეს. საქორწილო ცერემონიას ოჯახის წევრებთან ერთად, მომღერლის მეგობრებიც ესწრებოდნენ.
თაკომ და ბორისმა ერთმანეთი "ევროვიზიის" კუნკურსზე გაიცნეს.
ბულგარელმა მუსიკოსმა და პროდუსერმა საყვარელ ქალს ხელი ერთი წლის წინ ვენაში სთხოვა. აღსანიშნავია ისიც, რომ თაკო მეუღლის გვარზე გადავიდა.
წყვილს იანვარში გოგონა შეეძინათ, რომელსაც გაბრიელა დაარქვეს.