"ჩემი ნოდო აღარ მყავს" - ნოდარ ხადურის შვილის პოსტი მამის გარდაცვალებაზე
"ჩემი ნოდო აღარ მყავს" - ნოდარ ხადურის შვილის პოსტი მამის გარდაცვალებაზე
ყო­ფი­ლი ფი­ნანსთა მი­ნის­ტრი  ნო­დარ ხა­დუ­რის  49 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი გუ­ლის შე­ტე­ვა გახ­და. სამწუხარო ამბავი განსაკუთებით მტკივნეულია ოჯახის წევრებისთვის. გარდაცვლილს დარჩა მეუღლე ნინო ცირეკიძე და ორი არასრულწლოვანი შვილი - 15 წლის მარიამი და 12 წლის ნიკოლოზ ხადურები.
არასდროს მომწონდა ასეთი ტიპის პოსტები, თუმცა ახლა მივხვდი, რომ მართლაც დიდი შვების წყაროა.

პირველ რიგში უღრმესი მადლობა ყველას ჩვენი ტკივილის და უმძიმესი მდგომარეობის გაზიარებისთვის; თქვენ გვაძლიერებთ! მიყვარხართ და გაფასებთ თითოეულ თქვენგანს!

ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე ბანალური ფრაზა ზუსტად აღწერდა ჩემს სიტუაციას -
"Life is like a roller coaster. It has its ups and downs. But its your choice to scream or enjoy the ride."

მამას ბოლო სიტყვები თანამშრობლებისადმი იყო: "ყველაფერი წინ არის!" ალბათ იცოდა, მალე ამ სიტყვებს უნივერსალური გამოყენებაც ექნებოდა,  ეგეთი იყო მამაჩემი, ბევრი რამე წინასწარ იცოდა. იშვიათი პიროვნება იყო, რაღაც ისეთი ჰქონდა რასაც სხვებში ვერასდროს ვხედავდი. არასდროს ეზარებოდა ჩემთან საუბარი, თუნდაც უკვე ათასჯერ გვესაუბრა ერთსა და იმავე თემაზე; დეტალურად მახსოვს მასთან გატარებული თითოეული წუთი, ძირითადად საქმიანი განწყობით აღვსილები ვუზიარებდით ერთმანეთს ჩვენს მოსაზრებებს. ბოლო ერთი წელია დიდი ინტერესით მივუდექი ეკონომიკას, როგორც
თვითონ ეძახდა - "ოჯახის მეცნიერებას." უხაროდა ამ გადაწყვეტილებამდე, რომ მივედი.

ოჯახზე გამახსენდა, მას "არჩეული ოჯახიც" ჰყავდა- უნივერსიტეტი, სტუდენტები და თავისი სფერო- მაკროეკონომიკა. შეეძლო საათობით ყოფილიყო "მაღლივის" შენობაში. ბოლო დროს განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა; მაგისტრთა გამოცდებიც კი ჩაიბარა.

ერთი სიტყვით, მაგარი კაცი იყო ნოდო! საუკეთესოთა შორის, საუკეთესო მამა! ადამიანი, რომლისთვისაც მთავარი იყო განათლებული, ცივილური და კეთილი პიროვნება ვყოფილიყავი, ამისთვის კი არაფერს იშურებდა! თვითონ კი სიკეთის და უშუალოების განსახიერება იყო; დადებითი თვისებებით დახუნძლული ბრძენი.

საოცარი სიამაყის გრძნობით ვივსებოდი, როცა მის გვერდით ვიდექი; მეამაყებოდა და ახლაც მეამაყება, რომ ასეთი ადამიანის შვილი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ფიზიკურად ჩემთან აღარაა, ის მაინც ჩემს გულშია, ჩემი სულის, აზროვნების, მენტალობის და ოდნავი მემარჯვენეობის ნაწილი - წერს გარდაცვლილი მამის შესახებ მარიამ ხადური სოციალურ ქსელში.
mshoblebi
ნო­დარ ხა­დუ­რი 2012 წლის ოქ­ტომ­ბრი­დან 2016 წლის ნო­ემ­ბრამ­დე იყო სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა მი­ნის­ტრი. ამ რან­გში იგი იყო მსოფ­ლიო ბან­კის (WB), ევ­რო­პის რე­კონ­სტრუქ­ცი­ი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კის (EBRD), აზი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კის (ADB), აზი­ის ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის ბან­კის (AIIB) მმარ­თვე­ლი, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვა­ლუ­ტო ფონ­დის (IMF) და შავი ზღვის ვაჭ­რო­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კის (BSTDB) ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი მმარ­თვე­ლი.

2012-2018 წლებ­ში იყო „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" პო­ლი­ტი­კუ­რი საბ­ჭოს წევ­რი.

ამას­თან ეწე­ო­და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბას - 1999 წლი­დან ას­წავ­ლი­და თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. სხვა­დას­ხვა დროს ლექ­ცი­ებს კი­თხუ­ლობ­და ივ. ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ზ. ჟვა­ნი­ას სა­ხე­ლო­ბის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საქ­მე­თა ინ­სტი­ტუ­ტში და ა. შ.
მოამზადა რუსკა კილასონიამ

altრა განსხვავებაა ინფარქტს, ინსულტსა და გულის შეტევას შორის - ამის ცოდნა აუცილებელია!

alt"სამედიცინო პრაქტიკაში უნიკალურ მოვლენასთან გვაქვს საქმე" - ქართველი მშობიარის უმძიმესი ოპერაცია, რომლის დროსაც ექიმმა გულის შეტევა მიიღო


48613
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (15)
უბრალოდ მე
0
მე მასწავლიდა 2010 წელს მაღლივში. ვამაყობ რომ მასთან მქონდა შეხება, როგორც ლექტორთან და როგორც ადამიანთან. დიდ პატივს ვცემდი. ძალიან დამწყდა გული. ((
22:42 / 14-09-2019
ვახტანგი
0
მე მქონდა საქმიანი შეხება და პატიოსანი და კეთილი ადამიანი იყო, რაც ქართულ პოლიტიკაში იშვიათი თვისებაა. ნამდვილად უნდა იამაყოს შვილმა მსგავსი მამით
00:08 / 12-09-2019
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?