პირველი მინისტრი იყო, ვინც ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლის დონორი გახდა - როგორ იხსენებენ ნოდარ ხადურს - მშობლები

პირველი მინისტრი იყო, ვინც ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლის დონორი გახდა - როგორ იხსენებენ ნოდარ ხადურს

2019-09-11 05:54:37+04:00

ყო­ფი­ლი ფი­ნანსთა მი­ნის­ტრი, სა­ქარ­თვე­ლოს კონ­კუ­რენ­ცი­ის სა­ა­გენ­ტოს თავ­მჯდო­მა­რე ნო­დარ ხა­დუ­რი 49 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი გუ­ლის შე­ტე­ვა გახ­და.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ნო­დარ ხა­დურ­ზე ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რი­ებს იხ­სე­ნე­ბენ.

მაიკო მიშელაძე, ჟურნალისტი:

mshoblebi

ეს ფოტო 2014 წელსაა გადაღებული, ბეგომ გადაგვიღო ინტერვიუს დროს. აი, სწორედ ამ ინტერვიუში მითხრა, რომ არასდროს გაუსინჯავს ციკნის ხორცი, არასდროს! :(

თვითონ მას კი დიდი ხანია ვიცნობ, უფრო ზუსტად, მაშინდელი პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის (ასე ერქვა საბიუჯეტო აპარატს შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს) ხელმძღვანელმა, რომან გოცირიძემ გამაცნო მისი თანაშემწე... არც კი ვიცი, რა უნდა ვთქვა, ალბათ, მხოლოდ ის, რომ უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი იქ, სადაც მართალნი განისვენებენ! მშვიდობით, ბატონო ნოდარ

თამ­თა დე­მუ­რიშ­ვი­ლი (სა­მე­დი­ცი­ნო დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი სპე­ცი­ა­ლუ­რი/პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი):

პირველი მინისტრი იყო, ვინც ლრიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლის დონაციის პროგრამაში ჩაერთო, მერე, ხშირად კითხულობდა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას. მახსოვს როგორ იდარდა თითოეულზე, როცა იაშვილის კლინიკაში მოინახულა... მე, მას მეგობრად ვთვლიდი და არაერთხელ მითქვამს მადლობა კარგი ადამიანობისთვის ... ვწუხვარ, რომ ამის გახსენება მისი გარდაცვალების გამო მიწევს, სასუფეველი დაგიმკვიდროს უფალმა, მეგობარო, ვიზიარებ შენი მეუღლის, შვილების და მეგობრების მწუხარებას...

წაიკითხეთ მეტი

alt"ჩემი ნოდო აღარ მყავს" - ნოდარ ხადურის შვილის პოსტი მამის გარდაცვალებაზე