დამატებითი კვება დედის რძისგან კონსისტენციით, არომატითა და ვიზუალურად განსხვავებული საკვები პროდუქტების ბავშვის ორგანიზმში შეყვანის პროცესია. ის მოიცავს ბოსტნეულს, ხილს, ფაფებს და ორცხობილებს.
ხშირად, მშობლები თავსატეხის წინაშე დგებიან: რა ასაკიდან უნდა მისცენ ბავშვს დამატებითი კვება, რომ ორგანიზმმა მაქსიმალური სარგებელი მიიღოს?
მედიცინის დოქტორი, პედიატრი მაია სურვილაძე განმარტავს, რომ დამატებითი კვების მიცემისას უნდა გავითვალისწინოთ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, პროდუქტის დოზა, და რაც მთავარია უნდა შევარჩიოთ ხარისხიანი საკვები, რათა გაუფრთხილებლობით ორგანიზმში არ მოხვდეს მძიმე მეტალები, ჰორმონები, ანტიბიოტიკები და მსგავსი მავნე ნივთიერებები.
დამატებითი საკვების მიღება ბავშვმა 4-6 თვის შუალედში უნდა დაიწყოს. 6-დან 8 თვემდე ბავშვები ენერგიის 25%-ს, ხოლო 9-დან 11 თვის ასაკში ენერგიის 50%-ს სწორედ დამატებითი საკვებით იღებენ. შესაბამისად, ამ ასაკის ბავშვს მხოლოდ დედის რძე ან ადაპტირებული რძის ნარევი ვეღარ აკმაყოფილებს და შეიძლება დეფიციტური მდგომარეობები განუვითარდეს.
"ბავშვს დამატებითი საკვები არ უნდა მივცეთ სიცოცხლის 17 კვირაზე ადრე და 26 კვირაზე გვიან".
პედიატრი დამატებითი კვების ფარგლებში გათვალისწინებული ფაფების სახლში მომზადებასთან თანმხლები საფრთხის შესახებაც საუბრობს. მისი თქმით, თუ მშობელს თავად აქვს მეურნეობა და შესაძლებლობა, რომ ეკოლოგიურად სუფთა, სასუქების, ტყვიისა და სხვა მავნე ნივთიერებების გარეშე მოყვანილი ხილი და ბოსტნეული მისცეს ბავშვს, დამატებითი კვების ამაზე უკეთესი ვარიანტი არ არსებობს, თუმცა ქალაქის პირობებში რისკები მაღალია.
"ისეთი პროდუქტები უნდა შევიძინოთ, რომელიც ამ რისკებისგან თავისუფალია." მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში ბავშვთა კვება უმკაცრესად კონტროლირდება, დიდი ყურადღება ექცევა ტყვიის, სტაბილიზატორების, სასუქებისა და სხვა მავნე ნივთიერებების შემცველობას, პროდუქტის მოყვანის პირობებს, იმ ნიადაგების კონტროლს რაზეც მოჰყავთ ხილი და ბოსტნეული, სადაც იკვებებიან ძროხები, რომელთაგანაც ღებულობენ რძეს და ხორცს. ასევე, მოწმდება სახნავ-სათეს მიწებზე მოსული ნალექების შემცველობა, როგორია პესტიციდების რაოდენობა და მორწყვის სისტემა, რათა ამ გზითაც არ დაბინძურდეს ბავშვთა კვებაში გამოყენებული ნედლეული და საბოლოოდ ბავშვებმა მიიღონ ისეთი პროდუქტი, რომელიც ხელს-შეუწყობს მათ ასაკის შესაბამის ზრდა-განვითარებას და ჯანმრთელობას. ყოველივე ამას კი აკმაყოფილებს იტალიური ბრენდ "პლასმონის" დამატებითი კვების პროდუქტები: ხილისა და ბოსტნეულის პიურეები, ფაფები, ხორცის პიურეები, საბავშვო იოგურტები, ორცხობილები და ა.შ.
იმისათვის, რომ ბავშვი დამატებით კვებას შევაჩვიოთ და ბოსტნეულიც შევაყვაროთ, უმჯობესია მისი მიცემა უმცირესი ოდენობით დავიწყოთ; სტაფილოს, ბროკოლის ან ყვავილოვანი კომბოსტოს პიურე დედის რძეში ან რძის ადაპტირებულ
ნარევში შეიძლება შეირიოს და ძუძუთი კვების წინ ½ ჩ/კ მიეცეს ბავშვს, შმედეგ თანდათან გაიზარდოს რაოდენობა. ასე უნდა მოვიქცეთ იქამდე, სანამ გემოს აღქმას არ დაიწყებს და პიურეს არ მიეჩვევა.
"დამატებითი კვების დაწყებისას ბავშვს არ უნდა გამოუვლინდეს ალერგიული რეაქცია - გამონაყარი, ყაბზობა, დიარეა, ცემინება, სურდო და ა.შ. თუ ალერგიული რეაქცია არ გამოვლინდა, მაგრამ საკვები უბრალოდ, გემოთი არ მოსწონს, მაშინ მეორე დღესაც იგივე დოზით, უნდა მისცეს დედამ. შეჩვევის პროცესს შეიძლება, 2-3 კვირაც დასჭირდეს, ამიტომ მოთმინებაა საჭირო. მრავალრიცხოვანი მსოფლიო კვლევებით აღმოჩნდა, რომ ბავშვები, რომლებიც 2-3 მიცემაზე უარს ამბობდნენ დამატებით საკვებზე და დედებიც "ნებდებოდნენ", შემდეგში არ ღებულობდნენ ამ საკვებს და შესაბამისად უნვითარდებოდათ ესა თუ ის დეფიციტური მდგომარეობები (მაგ.: ანემია, რაქიტი და ა.შ.)
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბავშვს დამატებითი კვება მონოკომპონენტური პიურეთი უნდა დავაწყებინოთ და როცა შეეჩვევა, პედიატრთან რეკომენდაციით, შეგვიძლია, რამდენიმე სახეობის ბოსტნეულისგან ან ხილისაგან შემდგარი პიურე მივცეთ. (მაგალითად, "პლასმონი" სტაფილოს, კარტოფილისა და ყაბაყის" პიურესაც აწარმოებს, რომლის მიცემა 4 თვიდან არის რეკომენდებული.)
"მონოკომპონენტურობაში ერთი სახეობის ბურღული იგულისხმება. არავითარ შემთხვევაში, რამდენიმე სახის ბურღულით არ უნდა დავიწყოთ. ასევე, გლუტენი ეს არის ცილა, რომელიც ზოგ მარცვლეულში (ხორბალი, შვრია და ა.შ) გვხვდება. ზოგჯერ ბავშვებში ვხვდებით გლუტენისადმი ალერგიას ან გლუტენის აუტანლობას - ცელიაკიას. თუ დიარეა, ყაბზობა ან სხვადასხვა სახის გამონაყარი არ განვითარდა, მაშინ შეგვიძლია, სხვა ფაფებზეც გადავიდეთ", - განმარტავს ექიმი.
შეჩვევის პროცესი ხილის შემთხვევაშიც, ბოსტნეულის პიურეების მსგავსია. ნატურალური ხილის მიცემისას, თავიდან პედიატრები მშობელს პროდუქტის მოთუშვას ურჩევენ, რათა დაქვეითდეს მჟავიანობა. დამზადებულ ხილის პიურეებში კი ეს უკვე გათვალისწინებულია.
ხილის პიურის დაწყებისას, ბავშვის ნაწლავთა მოქმედების გათვალისწინებით, პირველი არჩევანი უნდა გაკეთდეს მონოკომპონენტურ პიურეზე (მაგ.: "პლასმონის" ვაშლი, ქლიავი და ა.შ. პიურე) და შემდეგ სხვა ხილიც შეერიოს. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს ყაბზობა აქვს, კარგი იქნება, შავი ქლიავის პიურით დაწყება.
6 თვემდე ასაკის ბავშვებში იოგურტისა და პაუჩების მიცემა დაუშვებელია, 6 თვის შემდეგ კი მცირე რაოდენობითაა შესაძლებელია.
"პლასმონი"-ს ორცხობილები აკმაყოფილებს სტანდარტს, რომელიც ბავშვში მოტორიკის განვითარებას უწყობს ხელს. "ორცხობილა ბავშვისთვის ადვილად ხელში დასაჭერი უნდა იყოს, რათა თითების მოტორიკა განუვითარდეს. ეს პროცესი კი პირდაპირპროპორციულად, ტვინის განვითარებაზე აისახება".
"ჩემი აზრით, ამ პრობლემის მოსახსნელად იდეალური გამოსავალია ყველი, რომელიც "პლასმონის" მიერ სპეციალურად ბავშვებისთვის არის წარმოებული.
"პირველი ხორცი" ესეც პედიატრის გადაწყვეტილება უნდა იყოს - საქონელი თუ ქათამი და თუ ბავშვი ძროხის რძის ცილის მიმართ ალერგიულია, მაშინ იდეალური ალტერნატივაა კურდღლის ან ინდაურის ხორცი. ხორცს არ უნდა ჰქონდეს სხვადასხვა დანამატები, რაც "პლასმონის" შემთხვევაში გათვალისწინებულია. პლასმონის ხორცის პიურეეები არ შეიცავს სახამებელს, მარილს, არომატიზატორებს, საღებავებს, კონსერვანტებს, გმო-ს. რაც მთავარია, არის ორთქლზე დამუშავებული და ყველა საჭირო ვიტამინი და მინერალი შენარჩუნებულია.
რაც შეეხება თევზს ბავშვს 10 თვის ასაკში უნდა მივცეთ, -"დღეს ბავშვისთვის თევზის შერჩევისას ძალიან დიდი რისკების წინაშე ვდგავართ, რადგან არ ვიცით, სად ხდება მათი გამოზრდა და კვება. ბავშვისთვის არ შეიძლება ზღვის, წყალსაცავების და ოკეანის თევზის მიცემა, რადგან მძიმე მეტალებით დაბინძურების რისკები მაღალია. "პლასმონის" თევზის პიურეები კი საიმედოა, განსაკუთრებულად შერჩეული და დამუშავებული ფილეებისგან მზადდება.
"პურის არაჩვეულებრივი ალტერნატივაა, "პლასმონის" პასტა. მისი მოხმარება 4 თვიდან არის შესაძლებელი. დასაწყისისთვის უმჯობესია, ბავშვს უგლუტენო და მცირე რაოდენობით მივცეთ. პედიატრის დანიშნულებით კი შეიძლება მისი კომბინაცია ბოსტნეულთან ან ხორცთან ან ყველთან, რათა ბავშვის კვების რაციონი უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ.
მშობელმა უნდა იცოდეს, რომ აუცილებელია გაკონტროლდეს ქილის ვარგისიანობის ვადა, შენახვის პირობები. არასრულად გამოყენებული პროდუქტი ინახება თავდახურული მაცივარში და გამოიყენება 24 საათის განმავლობაში. გახსნისას თავსახურის ტკაცუნის ხმა გაუხსნელი შეფუთვის გარანტიაა.