„დასაჭერია და მშობლის უფლება უნდა ჩამოერთვას“ - ვიდეოზე, რომელმაც საზოგადოება აღაშფოთა, საქმე აღიძრა
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ჩანს, როგორ ცდილობს უფროსი ადამიანი (სავარაუდოდ, ოჯახის წევრი), ბავშვს ბოთლში მოქცეული ნარკოტიკული ნივთიერება გაასინჯოს. რა თქმა უნდა, ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და უამრავი ადამიანი აღაშფოთა. ბევრმა დაწერა, რომ დასაჭერია ეს ადამიანი და მშობელს მშობლის უფლება უნდა ჩამოერთვას. 

სამწუხაროდ, მსგავსი ფაქტები იშვიათი არ არის და რასაკვირველია, ყველა არც აღიბეჭდება ფირზე და საზოგადოების ყურამდე არც მიდის. არც ისე ცოტა ხნის წინ ვსაუბრობდით ბავშვებზე, რომლებსაც მშობლები სიგარეტს აწევინებდნენ
ან სასმელს ასმევდნენ სუფრაზე დიდი სიამაყით, ვიდეოსაც უღებდნენ და მერე ამ ვიდეოებს სოციალურ ქსელში დებდნენ. 

alt" მიდი, ერთი ნაპაზიც დაარტყი... ძირს ნუ ყრი, დააფერფლე" - ოჯახის რეაქცია, როცა ბავშვი ეწევა



ერთ-ერთი ფაქტით შსს-ც დაინტერესდა, ხოლო სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურმა მუშაკმა ნინო ტყეშელაშვილმა მაშინ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ ასეთ შემთხვევებში მშობლის უფლების ჩამორთმევის საკითხიც დგება: "ასეთ შემთხვევაში მნიშვნელობა აქვს იმას, რამდენად აცნობიერებს მშობელი, რომ ასეთი ქცევა ბავშვისთვის არის საზიანო". 

რაც შეეხება ამ კონკრეტულ ფაქტს, შინაგან საქმეთა სამინისტრო უკვე დაინტერესდა. როგორც შსს-ში mshoblebi.ge-ს უთხრეს:
- შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოში გამოძიება დაიწყო სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით, სადაც ჩანს, რომ მამაკაცი მცირეწლოვან
ბავშვს, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ საშუალებას ასინჯებს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ს 272-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 21 წლის ასაკს მიუღწეველი პირის ნარკოტიკების მოხმარებაზე დაყოლიებას გულისხმობს. დანაშაული 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამ დროისთვის ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დგინდება, რომ მიმდინარე წლის 10 სექტემბერს, 2004 წელს დაბადებულმა ა.ხ.-მ მცირეწლოვან დას ბოთლიდან გარკვეული ნივთიერების კვამლი შეასუნთქა.
საქმეზე გრძელდება ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.

თამარ იაკობაშვილი

altრა შემთხვევაში ართმევენ მშობელს შვილს - როგორ გაგრძელდება "სიგარეტიანი ბავშვის" სკანდალი


alt"არ ყოფილა ეს ერთჯერადი შემთხვევა - ბავშვებს პერმანენტულად სიგარეტს აწევინებენ, ასმევენ და ჯანმრთელობას უსპობენ"


altმარიხუანას ერთჯერადი მოხმარების შემდეგ მისი მოქმედების კვალი რჩება 7 დღის განმავლობაში - რა მავნებლობა აქვს სინამდვილეში მარიხუანას?


ტეგები: მარიხუანა
9760
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (5)
Givi
0
აი როგორ ესმით ასეთ იდიოტებს ლეგალიზაცია
16:20 / 12-09-2019
სოფო
0
გული მეტკინა ეს ვიდეო რომ ვნახე რას უშვებიან ამ ბავშვს. მე თვითონ პატარა მყავს და მსგავსი ვინმემ რომ გაუკეთოს ჩემი ხელით მოვკლავ ალბათ, არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ბავშვის:@
12:06 / 12-09-2019
5
0
ღმერთო დაიფარე ეს პატარა და ყველა პატარა, რომელიც ასეთი ჯალათების ხელში იზრდება, მხოლოდ უფლის იმედიღა დამრჩა, დაიფარე მათი უმანკო სულები და გაუნათე ჩაუკუნეთებული მომავალი..
17:46 / 11-09-2019
დავით
0
მთელი საქართველო ბავშვებს უბოლებთ ცხვირწინ სიგარეტს. ყველა პარკი სავსეა ბიჩოკებით. რა გაგიკვიდათ?
16:58 / 11-09-2019
სტატუს ქუო
0
ეს ყველაფერი ხალხის უწიგნურობითაა გამოწვეული.მაგ მშობელს ეტყობა,გარშემო ყველა გაუნათლებელი ხალხი ახვევია.
13:43 / 11-09-2019
ასევე დაგაინტერესებთ
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?