16 სექტემბერს საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი დაიწყება, თუმცა შესაძლოა საქართველოს 20-მდე საჯარო სკოლაში სწავლის დაწყების თარიღმა ორი კვირით გადაიწიოს, ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
ახალი სასწავლო წლისთვის, სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია მთელ საქართველოში, უპრეცედენტო მასშტაბით, 700-მდე სკოლაში განხორციელდა.
უწყების ინფრმაციით, სკოლებში სადაც სწავლის დაწყების თარიღი გადაიწევს, გაკვეთილები შესაბამისი საგაკვეთილო ცხრილით შაბათი დღის ხარჯზე ანაზღაურდება.
ჯერჯერობით საბოლოო სია, თუ რომელ სკოლებში გადაიდება სწავლის დაწყება, სამინისტრს მირ მომზადებული არ არის. ის უახლოეს პერიოდში მომზადდება და სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე აიტვირთება.
აღნიშნულის შესახებ, მშობლებს სკოლის ადმინისტრაცია მიაწვდის ინფორმაციას.