დედამ ქმარზე შურისძიების მიზნით შვილები გაწირა - მას 20 წლამდე პატიმრობა ელოდება
დედამ ქმარზე შურისძიების მიზნით შვილები გაწირა - მას 20 წლამდე პატიმრობა ელოდება
9 სექტემბერს, კამჩატკის რაიონში,  ქალაქ ვილიუჩინსკში მოხდა შემთხვევა, რომელმაც შოკში ჩააგდო საზოგადოება. 27 წლის ქალი თავის დახრჩობას ორ შვილთან ერთად ცდილობდა. ცნობილია, რამ უბიძგა მას მსგავსი დანაშაულის ჩადენისაკენ.

რამდენიმე დღის წინ 27 წლის ეკატერინა კრაშენინიკოვის ყურის სანაპიროზე შენიშნეს. მასთან ერთად 5 წლის ვაჟი და რამდენიმე თვის გოგონა იყვნენ. ქალმა ორივე შვილი ხელში აიყვანა და წყლის სიღრმეში შეცურა. ფაქტს მისი მეზობლები შეესწრნენ, რომელთაც თავდაპირველად ეგონათ, რომ დედას ბავშვები საბანაოდ შეჰყავდა. როცა
რაღაც იეჭვეს, მაშინვე გამოიძახეს სასწრაფო დახმარება.

მაშველებმა დედისა და ბავშვების ნაპირზე გამოყვანა შეძლეს, თუმცა პატარა გოგონა უკვე გარდაცვლილი იყო, ბიჭი კი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გარდაიცვალა... მხოლოდ დედა გადარჩა.

ეკატერინა ინჟინრად მუშაობდა და უკვე ჰყავდა ვაჟი პირველი ქორწინებიდან, როცა მეორედ გათხოვდა უზბეკეთში მცხოვრებ მამაკაცზე. მათ გოგონა შეეძინათ. თუმცა, ქალმა მალევე აღმოაჩინა, რომ მის მეუღლეს სხვა ოჯახი ჰყავდა. ცდილობდა ქმრის შენარჩუნებას, მაგრამ უშედეგოდ.

mshoblebi

ეკატერინას ახლობლები ფიქრობენ, რომ საშინელმა ტყუილმა და ღალატმა გადაადგმევინა მას მსგავსი ნაბიჯი. გოგონას ყველა დადებითად ახასიათებდა და გაოცებულები დარჩნენ მისი საქციელით.

ქმარი ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს. ეკატერინას მიმართ კი აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რაც 20 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.
4123
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
me
0
აბა კიარავინ მიეშველა და გამოიყვანა ბავშვები როგორც კი შეხედა მაშველები გამოიძახესო მანამდე იდგნენ და უყურებსნენ როგორ დაიღუპნენ ბავშვები ... სასწაული პირდაპირ
00:36 / 13-09-2019
თამუნა
0
როგორ შეიძლება ქალს საკუთარ შვილებზე მეტად ვინმე გიყვარდეს? შვილი უნდა გიყვარდეს კაცზე, დედაზე, მამაზე და საკუთარ თავზე მეტადაც. მაშინ ხარ დედა!!! ეს არარაობა არაა დედა. რად უნდა სიცოცხლე აწი...
15:57 / 12-09-2019
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```