უმცროსი შვილის დაბადების შემდეგ, რომელსაც უჩვეულო სახელი, როტაგაიდი დაარქვეს, ალექსის ბრეტი პირველი ქალი გახდა დიდ ბრიტანეთში, რომელმაც ზედიზედ 10 ბიჭი გააჩინა. თუმცა ამაზე ალექსისი არ გაჩერებულა - მას გოგონა ძალიან უნდოდა. ზუსტად ერთი წლის შემდეგ გაიგო, რომ ორსულად იყო.
39 წლის ალექსის ბრეტს 10 ვაჟის შემდეგ მართლაც შეეძინა ქალიშვილი - მას კემერონი დაარქვეს და ის ოჯახში მეთერთმეტე შვილია. როგორც თავად ამბობენ, გოგონამ მთლიანად შეცვალა მათი ცხოვრება. ძმებიც სულ ცდილობენ მასზე ზრუნვას და სახლში არ ხმაურობენ, რომ პატარას არ გაეღვიძოს.
ალექსისი და მისი მეუღლე ძალიან ბედნიერები არიან. გმირი დედა ამბობს: "მორჩა, მეტ შვილს აღარ გავაჩენ. ეს ადრეც ვთქვი, მაგრამ ახლა დარწმუნებული ვარ, რომ აღარ გავაჩენ. ძალიან მიყვარს ჩემი ოჯახი ამ შემადგენლობით."
ქალს უამრავი ადამიანი ეხმიანება, თუმცა უარყოფითი კომენტარებიცაა. ზოგიერთების თქმით, ისინი ამდენ შვილს იმიტომ აჩენენ, რომ სახელმწიფოსგან სარგებელი მიიღონ. თუმცა, მრავალშვილიანი დედა არ ეთანხმება მათს: "ჩემს მეუღლეს, დევიდს, ძალიან კარგი სამსახური აქვს, ამიტომ სხვა დამატებითი დახმარება არ გვჭირდება."
დევიდი მატარებლის მემანქანედ მუშაობს. ყოველ დილით 5 საათზე დგება. ალექსისიც ამავე დროს იღვიძებს და აცილებს მეუღლეს სამსახურში. მშვიდად სვამს ფინჯან ყავას, იღებს შხაპს. ბავშვების გაღვიძების შემდეგ კი მას საკუთარი თავისთვის თავისუფალი დრო აღარ რჩება.
11 შვილის დედობა ძალიან რთულია. ალექსისი კვირის განმავლობაში 50-ჯერ მაინც რეცხავს ბავშვების ტანსაცმელს და დღეში 7-ჯერ ასუფთავებს სახლს. მიუხედავად დატვირთული დღისა, ქალი აპირებს, რომ ფიტნეს-ინსტრუქტორად იმუშაოს.