ყველამ ვიცით "შიკ ბებეს" შესახებ, ის საქართველოში წამყვანი საბავშვო მაღაზიათა ქსელია, რომელმაც ქართულ საბავშვო პროდუქტების ბაზარზე მშობლებს სრული ასორტიმენტი, უმაღლესი ხარისხი და ტრენდები შესთავაზა. კომპანია დღესდღეისობით მსოფლიოს ისეთი წამყვანი საბავშვო ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელია ამიერკავკასიაში, როგორებიცაა: Mima, Cybex, CAM, Babyzen yoyo, Chic Bebe, Quinny, Maxicosi, Tuc-Tuc, Miniland, Baby art და სხვა. ქსელი საქართველოს ბაზარზე გამოირჩეულია, როგორც უმაღლესი ხარისხის პროდუქციით, ასევე საკომუნიკაციო აქტივობებით, რომელიც მჭიდროთ აკავშირებს მათ მომხმარებლებთან. შიკ ბებეს ასორტიმენტი პრაქტიკულია, დახვეწილი და თანამედროვე მოდური ტენდენციების სინთეზი.
გუშინ ფეისბუქ გვერდზე "შიკ ბებემ" საკონკურსო პოსტერი გამოაქვეყნა "გახდი შიკ ბებეს ბრენდ ამბასადორი", გამარჯვებული (დედა ან ოსრული) ხალხისვე რჩეული იქნება და ფოტო კონკურსით გამოვლინდება. შერჩეული ბრენდ ამბასადორი სეზონის მთავარ გადაღებებში მიიღებს მონაწილეობას, დაამშვენებს ჟურნალ გაზეთებს და სოციალური მედიის გვერდებს. ამასთანავე დასაჩუქრდება საუკეთესო პრიზებით, რომელიც "შიკ ბებემ" და მისმა პარტნიორებმა დააწესეს.
კონკურსი ახალი დაწყებულია და 22 სექტემბერს მთავრდება. მონაწილეობისთვის საჭიროა გაუგზავნოთ ფოტო "შიკ ბებეს" გვერდს. გახსოვდეთ, ყველას თანაბარი შანსი აქვს! ყველა ქალი მომხიბვლელია ჩვენ კი სიამოვნებით დაველოდებით გამარჯვებულს.
"შიკ ბებეს" სეზონის მთავარ გადაღებას პროფესიონალთა გუნდი LOOK AT ME STUDIO უზრუნველყოფს.
საჩუქრების და პარტნიორების სია კი ასე გამოიყურება: Mandarina – სამკაულების ქსელის საჩუქარი. (თქვენი სილამაზის წარმოსაჩენად) Belnatur – ესპანური ქსელის ესთეტიკური მედიცინის მომსახურება, ბუნებრივი სილამაზის შესანარჩუნებლად. Dream Dental & Aesthetic Group – სტომატოლოგიური კლინიკის მომსახურება. მომხიბვლელი ღიმილისთვის. Jungle Fever Georgia – სასაჩუქრე ნაკრები
თქვენი პატარებისთვის: Philip Martin’s Georgia – იტალიური ტოპ ბრენდის საბავშვო თავის მოვლის ხაზი. მთაწმინდის პარკი • Mtatsminda Park – პარკის ბარათი ატრაქციონებზე უფასო მომსახურებებით. Chicbebe-სგან კი სუპერ პრიზი!