მულტიდისციპლინური მიდგომის ეფექტი კიბოს მკურნალობაში - თოდუას კლინიკის სავიზიტო ბარათი
მულტიდისციპლინური მიდგომის ეფექტი კიბოს მკურნალობაში - თოდუას კლინიკის სავიზიტო ბარათი
ონკოლოგიური დაავადებები საქართველოში, ისე როგორც მთელ მსოფლიოში, აქტუალურ პრობლემად რჩება. აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრში გვარწმუნებენ, რომ სიმსივნის ეფექტიანი მკურნალობის ერთადერთი სწორი გზა მულტიდისციპლინურ მიდგომაზე გადის.
თუ რა სახის სამედიცინო მომსახურება შეუძლიათ მიიღონ ონკოლოგიურმა პაციენტებმა აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრში და რატომ არის საქართველოში, კერძოდ ამ სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობა ოპტიმალური გადაწყვეტილება, ამის შესახებ თოდუას კლინიკის მოწვეული პროფესორი, რადიაციული ონკოლოგი, ონკოლოგიური მიმართულების სამეცნიერო ხელმძღვანელი ბრანისლავ ერემიჩი გვესაუბრება.

- რამდენად ხშირია საქართველოში
ონკოლოგიური დაავადებები?

- ონკოლოგიური დაავადებები ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში. საქართველოში ამ პრობლემას ისიც ემატება, რომ პაციენტები ძირითადად დაგვიანებით აკითხავენ კლინიკებს, რაც სიტუაციას ართულებს და გამოჯანმრთელების ალბათობას ამცირებს.
სიმსივნურ დაავადებებს კომპლექსური მიდგომა სჭირდება. აქ არ არის საუბარი მხოლოდ სამედიცინო მიმართულებაზე, ვგულისხმობ ასევე ფსიქოლოგიურ, სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებს.

- რით არის გამორჩეულისიმსივნური დაავადებების მკურნალობაში თოდუას კლინიკის მიდგომა?

- ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის მთავარი უპირატესობა სიმსივნის მკურნალობის მულტიდისციპლინური მიდგომაა. ჩვენთან არის სრული სამედიცინო სერვისი – დაწყებული სტანდარტული დიაგნოსტიკური კვლევებით, მორფოლოგიით, ენდოსკოპიით, სრული რადიოლოგიური სპექტრით და დასრულებული ქირურგიული, მედიკამენტური თუ რადიაციული თერაპიის უახლესი შესაძლებლობებით. ამ პროცედურებისა და კვლევების უკან პროფესიონალთა გუნდი დგას, რომლის თითოეული წარმომადგენელი,
თავისი პროფილის შესაბამისად, ჩართულია კიბოს როგორც კლინიკური და ქიმიოთერაპიული, ისე რადიაციული მეთოდით მკურნალობაში.
პაციენტი ყოველთვის ამ გუნდის წევრად განიხილება. შესაძლოა დიაგნოსტირება ერთმა სპეციალისტმა თავის თავზე აიღოს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მკურნალობის ტაქტიკის თაობაზე და სრული მკურნალობის გეგმა ერთობლივი გადაწყვეტილების საფუძველზე, სხვადასხვა დარგის ექიმების ერთობლივ სხდომაზეჩართულობით და პასუხისმგებლობით დგება.
ჩვენი კლინიკის მთავარი ნიშა მდგომარეობს იმაში, რომ ორ უმნიშვნელოვანეს ასპექტს, მაღალტექონოლოგიურ თანამედროვე სამედიცინო აპარატურასა და მაღალკვალიფიციურ ადამიანურ რესურსს აერთიანებს. ამ ორის შეჯერებით ჩვენ იმ შედეგს ვიღებთ, რომელიც სიმსივნის მკურნალობისთვის არის აუცილებელი.

- რა ტექნიკური და ადამიანური რესურსი გააჩნია თქვენს კლინიკას, ასეთ რთულ პათოლოგიებთან საბრძოლველად?

- ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია როგორც ასაკოვანი, გამოცდილი სახელოვანი ექიმებით, ასევე ახალგაზრდა სპეციალისტებით, რომლებსაც პაციენტის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად საჭირო ენერგია და მოტივიაცია მოაქვთ. მათ უმეტესობას განათლება და ტრენინგი უცხოეთში აქვს მიღებული.
გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს სამედიცინო აპარატურა, რომელიც ექსკლუზიურად მხოლოდ თოდუას კლინიკაშია ხელმისაწვდომი. ამის გათვალისწინებით, არის სამედიცინო მანიპულაციები, რომლებიც მხოლოდ თოდუას კლინიკაში ტარდება.
პაციენტებს ვთავაზობთ ყველა სერვისს, რისი მიღებაც მათ საზღვარგარეთ შეუძლიათ. საქართველოს მოქალაქეებს არ სჭირდებათ თურქეთსა და გერმანიაში წასვლა, რადგან თოდუას კლინიკის სერვისები მსოფლიო სტანდარტისაა.

- რა არის თქვენი კლინიკის წარმატების ფორმულა?

- წარმატებული კლინიკური პრაქტიკის გარდა არის სხვა კომპონენტებიც, რომელთა დამსახურებით თოდუას კლინიკა რეგიონში წამყვანი სამედიცინო დაწესებულებაა. ესენია: განათლების, კვლევითი და საერთაშორისო ურთიერთობების ასპექტები. ჩვენ ძალიან ძლიერი შიდა საგანმანათლებლო პროგრამა გვაქვს. რადიაციული თერაპიის სპეციალისტები აქტიურად გადიან სხვადასხვა კურსებს ევროპასა თუ ამერიკაში. მუდმივად ეცნობიან კვლევით პუბლიკაციებს. ამ მიმართულებით ინვესტიციები გავაძლიერეთ.
როგორც აღვნიშნე ჩვენი ერთ-ერთი ფოკუსი უწყვეტი საგანმანათლებლო ცილკლისკენაა მიმართული. შიდა სწავლების გარდა, ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ახლახანს დავასრულეთ საერთაშორისო კურსი ძალიან მნიშვნელოვან და ამ დარგში ყველაზე ავტორიტეტულ ორგანიზაცია "ASCO"-სთან ერთად, რომლის ფარგლებშიც გინეკოლოგიური სიმსივნეების მართვის მიმართულებით უცხოელი სპეციალისტები ჩამოვიყვანეთ. სწავლება ჩატარდა იმისთვის, რომ მათ თავისი ცოდნა, უახლესი აღმოჩენები და კვლევები ჩვენი ექიმებისთვის გაეზიარებინათ.
სამედიცინო დაწესებულება თანამედროვე გამოწვევებს ვერ აუდგამს ფეხს, თუ მას არ აქვს ფართო კვლევითი გამოცდილება, ისეთი, როგორიც თოდუას კლინიკას აქვს. ჩვენ ძალიან ვამაყობთ დიდი ისტორიით კლინიკურ კვლევებში, რაზეც ჩვენი პორტფოლიო მეტყველებს. კვლევითი საქმიანობის მიზანი კი არის ის, რომ პაციენტისთვის მიწოდებული სამედიცინო სერვისი გააუმჯობესოს და უფრო ეფექტიანი გახადოს.

- რით დასტურდება კლინიკის რადიაციული ონკოლოგიის განყოფილების საერთაშორისო სტანდარტი?


- კლინიკური პრაქტიკის, კლინიკური კვლევებისა და უწყვეტი საერთაშორისო საგანმანათლებლო კურსების სია მეტყველებს იმაზე, რომ თოდუას კლინიკა წამყვანი სამედიცინო დაწესებულებაა არა მარტო საქართველოს, არამედ კავკასიის რეგიონის მასშტაბით.
ამას ადასტურებს პაციენტების მზარდი ნაკადი, რომელიც მეზობელი ქვეყნებიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან და სომხეთიდან მოედინება.
ამის საუკეთესო მაგალითი არის თუნდაც ერთ-ერთი სომეხი პაციენტი ქალის ვიზიტი ჩემთან, რომელიც თქვენს ვიზიტამდე რამდენიმე წუთის წინ შედგა. ის ჩვენთან გამოგზავნა მისმა დამ, რომელიც აშშ-ში, ლოს-ანჯელესში ცხოვრობს. მან მოიძია ჩვენ შესახებ ინფორმაცია და საკუთარ დას ჩვენთან მკურნალობა ურჩია. ეს იმაზე მეტყველებს, რომ არა მხოლოდ ჩემი, არამედ თოდუას სამედიცინო ცენტრის მთლიანი გუნდის საქმიანობა საერთაშორისოდ აღიარებულია. არ არსებობს საჭიროება, რომ ქართველი პაციენტები წავიდნენ უცხოეთში სამკურნალოდ, რადგან უცხოელები აქეთ მოდიან ჩვენთან.

150
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?