მამაკაცი, რომელიც ყოფილ მეუღლეს შვილებზე ძალადობაში ადანაშაულებდა, სამართალდამცავებმა გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს. მას სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.
როგორც Ambebi.Ge-სთვის გახდა ცნობილი, საქმე ეხება პაატა თაბუკაშვილის მიერ გარყვნილი ქმედების ჩადენას 10 წლის ბავშვთან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გარყვნილი ქმედების ჩადენას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, პაატა თაბუკაშვილი ბათუმის პორტში იმ დროს დააკავეს, როცა საქართველოს დატოვებას ცდილობდა.
თაბუკაშვილის ადვოკატის, მამუკა ჭაბაშვილის განცხადებით, საქმეში მას შემდეგ ჩაერთო, რაც მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა მის უდანაშაულობაში დაარწმუნა. საქმის დეტალებთან დაკავშირებით, სხვა კომენტარს ჭაბაშვილი არ აკეთებს.
თავად პაატა თაბუკაშვილის ყოფილი მეუღლის, ნათია სამხარაძის განცხადებით კი, ყოფილი ქმრის გარყვნილი ქმედების ბრალდებით დაკავება მისთვის მოულოდნელია. მისივე თქმით, თაბუკაშვილს ივნისში სასამართლომ 6 თვით შემაკავებელი ორდერი გამოუწერა. იხილეთ სრულად