სერიის "კლასიკოსები ბავშვებისთვის" წარდგენა და წიგნიერების დღეები "მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში"
სერიის "კლასიკოსები ბავშვებისთვის" წარდგენა და წიგნიერების დღეები "მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში"
18 სექტემბერს 17:00 საათზე "მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში" (შ. რუსთაველის გამზირი N6 ) სერიის "კლასიკოსები ბავშებისთვის" წარდგენა გაიმართება.
"სერია "კლასიკოსები ბავშვებისთვის" აერთიანებს მსოფლიოში ცნობილი
მწერლების იმ ნაწარმოებებს, რომლებიც მათ ბავშვებისთვის დაწერეს. სერია განსაკუთრებულია, რადგან საქმე გვაქვს იმ ავტორებთან, რომლებიც არ ითვლებიან საბავშვო მწერლებად, შესაბამისად, ორმაგად საინტერესოა, გავეცნოთ მათი შემოქმედების იმ ნაწილს, რომელიც ბავშვებს მიუძღვნეს." - გამომცემლობა "პალიტრა L-ის" მთავარი რედაქტორი, მაია ალუდაური.
სერიაში შედის ისეთი გამორჩეული ავტორების ნაწარმოებები, როგორებიცაა: ლევ ტოლსტოი, ვირჯინია
ვულფი, ჯეკ ლონდონი, უილიამ ფოლკნერი და სხვა.
სერიის წარდგენა გაიმართება წიგნიერების დღეების - "წიგნიპედია" ფარგლებში, რომელიც 17 სექტემბრიდან 19 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს ელით ფასდაკლება არა მარტო ამ სერიის, ასევე გამომცემლობა "პალიტრა L-ის" სხვა სერიულ და არასერიულ წიგნებზე.
ღონისძიების ბმული: https://www.facebook.com/events/453921458553419/

საკონტაქტო პირი:
მარიამ აბდუშელიშვილი
Mail: m.abdushelishvili@palitra.ge
Tel: +995 598782842
მის: თბილისი, იოსებიძის #49

56
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?