დღეს საქართველოს საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლისთვის, სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია მთელ საქართველოში, უპრეცედენტო მასშტაბით, 700-მდე სკოლაში განხორციელდა.
AMBEBI.GE-ს ყურადღება იმ ცნობილი ადამიანების შვილებმა მიიპყრეს, რომლებიც წელს პირველად წავიდნენ სკოლაში.
მომღერალ ნინი ბადურაშვილის ოჯახში დღევანდელ დღეს ორმაგი სიხარულით შეხვდნენ, რადგან წელს სკოლაში პირველად მივიდა როგორც ნინის ქალიშვილი ელენე კუტალაძე, ასევე მისი დის ანასტასია თოფურიძის ვაჟი ლადო. პატარებისთვის მშობლებმა წმინდა გიორგის სახელობის სკოლა შეარჩიეს. ისინი ერთ კლასში ისწავლიან. მათი კლასელი იქნება, მომღერალ გიო ხუციშვილის, ელენე ხუციშვილის ქალიშვილიც.
ნინიმ ქალიშვილის პირველ დღეს სკოლაში მიყვანა ვერ მოახერხა, გოგონა სკოლაში დეიდამ მიიყვანა, რადგან დედა საფრანგეთში იმყოფება.
ნანკა კალატოზიშვილი 6 წლის არის ნანკა კალატოზიშვილის და კალათბურთელ ირაკლი კეიდიას ვაჟი, დანიელ კეიდია. დანიელი სკოლა „ლოგოსში“ ისწავლის, რომელიც მის სახლთან ახლოს არის და ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც ნანკამ შვილისთვის ეს სკოლა შეარჩია, ეს გახლავთ. პატარა დანიელი სკოლაში მამამ და ნანკას დედამ მიიყვანა, რადგან თავად ნანკა ჩინეთში ერთი თვით იმყოფება გასტროლებზე.
წელს პირველად წავიდა სკოლაში პროდუსერ ნინი დედალამაზიშვილის ქალიშვილი, ელენე ყიფიანი. ელენე „მწვანე სკოლაში“ ისწავლის, სწორედ აქ სწავლობდა მისი დედა და ბიძა გიგი დედალამაზიშვილი. სკოლა ნინის სახლთან ახლოს არის, სწავლის მაღალი ხარისხია და სწორედ ამიტომ მიიღო მან ელენეს აღნიშნულ სკოლაში მიყვანის გადაწყვეტილება. განაგრძეთ კითხვა