მას შემდეგ, რაც ჯანეტ ქერდიყოშვილმა ცხოვრება ნოე სულაბერიძეს დაუკავშირა, წყვილის მიმართ ინტერესი არ წყდება. ჯანეტი და ნოე სოციალურ ქსელში ძალიან აქტიურები არიან და ფაქტობრივად, თაყვანისმცემლების ამალის თვალწინ გაატარეს ზაფხული. მოიარეს ევროპა და კარგად დაისვენეს.
ულამაზეს ქალაქ სანტორინიდან წყვილმა არაერთი ფოტოსესია შემოგვთავაზაა, თუმცა ყველაზე ემოციური ორსული ჯანეტის სურათი აღმოჩნდა. აქამდე მხოლოდ კულუარებში საუბრობდნენ ჯანეტის ფეხმძიმობაზე, ახლა კი უკვე დადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ ის და ნოე მალე მშობლები გახდებიან. ჯანეტისთვის ეს პირველი შვილი იქნება.
თეკლა ჟვანია