"ექიმთან იხუმრა, ხომ გადავრჩებიო?" - რას ყვებიან რუსთავში ნარკოზის შემდეგ გარდაცვლილი 19 წლის გოგონას ახლობლები - მშობლები

"ექიმთან იხუმრა, ხომ გადავრჩებიო?" - რას ყვებიან რუსთავში ნარკოზის შემდეგ გარდაცვლილი 19 წლის გოგონას ახლობლები

2019-09-18 07:43:45+04:00

რუს­თა­ვის ცენ­ტრა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ოპე­რა­ცი­ის და­წყე­ბამ­დე გარ­დაც­ვლი­ლი 19 წლის გო­გო­ნას ახ­ლობ­ლე­ბი მომ­ხდარ­ში ექი­მებს ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ და ამ­ბო­ბენ, რომ გუ­ლის გა­ჩე­რე­ბა სა­ვა­რა­უ­დოდ, ნარ­კო­ზის დო­ზამ გა­მო­იწ­ვია.

ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წუ­ხელ ღა­მით მი­ვიდ­ნენ გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი, ნა­თე­სა­ვე­ბი და მისი საქმრო. "ინფო რუს­თავ­თან" სა­უბ­რი­სას გო­გო­ნას ნა­თე­სა­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ პა­ცი­ენტს ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი არ ჰქო­ნია და ოპე­რა­ცი­ას ძგი­დის გა­სას­წო­რებ­ლად იკე­თებ­და:

"ბავ­შვი მოგ­ვიკ­ლეს! ცხვი­რის ძგი­დის პრობ­ლე­მა ჰქონ­და, ვერ სუნ­თქავ­და და ამის­თვის მო­ვი­და აქ, ჯერ ოპე­რა­ცი­აც არ და­წყე­ბუ­ლა და ნარ­კოზ­ში მოკ­ლეს ბავ­შვი! ალ­ბათ დიდი დოზა მის­ცეს..." - ამ­ბობს გარ­დაც­ვლი­ლი ნა­თე­სა­ვი ქალი.

"მო­ვე­დით დი­ლით, სინ­ჯი გა­უ­კე­თეს 15 წუთი ელოდ­ნენ, მერე შე­იყ­ვა­ნეს სა­ო­პე­რა­ცი­ო­ში ჩვე­უ­ლებ­რი­ვად... ვე­ლო­დე­ბო­დით და ცოტა ხან­ში ალი­ა­ქო­თი ატყდა, გარ­ბოდ­ნენ... ჩემ­მა სი­ძემ გა­ი­გო, ვი­ღა­ცას გული გა­უ­ჩერ­დაო, მაგ­რამ სა­ხე­ლი და გვა­რი არ ვი­ცო­დით... ისე­თი უმ­ნიშ­ვნე­ლო ოპე­რა­ცია იყო, ამას რო­გორ ვი­ფიქ­რებ­დით?

განაგრძეთ კითხვა