91 წლის ფრანგულის მასწავლებელს, რომელსაც 52 წლის სტაჟი აქვს სკოლაში პედაგოგობის, შვილმა და რძალმა ოცნება აუხდინეს და პარიზში წაიყვანეს. ვიდეოს ქალბატონი ნათელას რძალი მარი პაპაშვილი ავრცელებს:
"ჩემს დედამთილს, ნათელა ფარემუზაშვილს, რომელიც 52 წლის მანძილზე ასწავლიდა სკოლაში ფრანგულ ენას, და ჰქონდა პარიზის მონახულების აუხდენელი ოცნება, დღეს 15 სექტემბერს, 91 წლის ასაკში ეს ოცნება აუსრულდა. ვულოცავ დაბადების დღეს და ვუსურვებ ჯანმრთელობას და ბევრ თბილ სიტყვებს, ყველა საყვარელი ადამიანის გამრავლებას და დიდხან სიცოცხლეს..."