ერთ ალბომად აკინძული მოგონებები - ფოტოწიგნი, ახალი ტრენდი მსოფლიოში
ერთ ალბომად აკინძული მოგონებები - ფოტოწიგნი, ახალი ტრენდი მსოფლიოში
ვერ ნა­ხავთ თით­ქმის ვერ­ცერთ ოჯახს, ბავ­შვის სკო­ლის ან ბა­ღის პირ­ველ დღეს გან­სა­კუთ­რე­ბულ მნიშ­ვნე­ლო­ბას რომ არ ანი­ჭებ­დეს. ამ დღეს გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი­დან რო­მე­ლი­მე კი ჩარ­ჩო­ში აუ­ცი­ლებ­ლად ხვდე­ბა, თუმ­ცა დღეს, ციფ­რულ ხა­ნა­ში რა ბედი ეწე­ვა და­ნარ­ჩენ ფო­ტო­სუ­რა­თებს?

ციფ­რულ მო­წყო­ბი­ლო­ბებ­ში ათა­სო­ბით ფოტო გვაქვს დაგ­რო­ვი­ლი, რო­მელ­თაც არას­დროს ვათ­ვა­ლი­ე­რებთ, ტე­ლე­ფო­ნის ან კომ­პი­უ­ტე­რის მეხ­სი­ე­რე­ბის გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად კი მნიშ­ვნე­ლო­ვან მო­მენ­ტებ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი კად­რე­ბიც კი წაგ­ვიშ­ლია.

ფო­ტო­სუ­რა­თე­ბი ცხოვ­რე­ბის სა­უ­კე­თე­სო მო­მენ­ტე­ბის გახ­სე­ნე­ბა­ში გვეხ­მა­რე­ბა. რთუ­ლი სათ­ქმე­ლია, რამ­დე­ნად კარ­გად გვე­მახ­სოვ­რე­ბო­და სკო­ლის ან ბა­ღის პირ­ვე­ლი
დღე, რომ არა ჩვე­ნი მშობ­ლე­ბი­სა და ბე­ბია-ბა­ბუ­ე­ბის მიერ შექ­მნი­ლი ფო­ტო­ალ­ბო­მე­ბი. იგი­ვე ტენ­დენ­ცია ნარ­ჩუნ­დე­ბა დღე­საც. ოღონდ იმ გან­სხვა­ვე­ბით, რომ მშობ­ლებ­მა შვი­ლე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღე­ე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­სუ­რა­თე­ბის აკინძვა არა ერთ ალ­ბო­მად, არა­მედ ერთ ფო­ტო­წიგ­ნად და­ი­წყეს.

ფო­ტო­წიგ­ნის კონ­ცეფ­ცია სა­ქარ­თვე­ლო­ში სტამ­ბა „პრინ­ტა­რე­ამ“ 2017 წელს შე­მო­ი­ტა­ნა. მას შემ­დეგ ეს მსოფ­ლიო ტრენ­დი ჩვენს ქვე­ყა­ნა­შიც ვი­თარ­დე­ბა და მას­ზე მო­თხოვ­ნა სულ უფრო და უფრო მზარ­დია.
mshoblebi
რას გუ­ლის­ხმობს ფო­ტო­წიგ­ნის კონ­ცეფ­ცია და რო­გორ შევ­ქმნათ ის, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით სტამ­ბა „პრინ­ტა­რე­ას“ ბრენდ მე­ნე­ჯერს ანა გო­ლე­თი­ანს ვე­სა­უბ­რეთ:

“ალ­ბათ, ყვე­ლა ჩვენ­განს მო­ე­პო­ვე­ბა სახ­ლში ძვე­ლი ფო­ტო­ალ­ბო­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან ბევრ ფო­ტოს
და ამ ფო­ტო­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ ის­ტო­რი­ებს ინა­ხავს. თუმ­ცა, ციფ­რულ გან­ვი­თა­რე­ბას­თან ერ­თად და­ვი­წყე­ბას მი­ე­ცა ისი­ნი. სა­მა­გი­ე­როდ უამ­რა­ვი ფოტო დაგ­ვიგ­როვ­და მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონ­სა და კომ­პი­უ­ტერ­ში, რომ­ლებ­საც თით­ქმის არა­სო­დეს ვბეჭ­დავთ...
mshoblebi
აქე­დან წა­მო­ვი­და იდე­აც, რომ შეგ­ვექ­მნა ფო­ტო­ალ­ბო­მის თა­ნა­მედ­რო­ვე შთა­მო­მა­ვა­ლი -ფო­ტო­წიგ­ნი, რო­მე­ლიც დღე­ვან­დელ ციფ­რულ სამ­ყა­როს მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ერ­გე­ბო­და. შე­დე­გად, შევ­ქმე­ნით ონ­ლა­ინ პლატ­ფორ­მა photobooks.ge, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ტე­ლე­ფონ­სა და კომ­პი­უ­ტერ­ში შე­ნა­ხულ ფო­ტო­ებს ახალ სი­ცო­ცხლეს მი­ვა­ნი­ჭებ­დით, დავ­ბეჭ­დავ­დით და ერ­თი­ან მო­გო­ნე­ბე­ბის წიგ­ნად ვაქ­ცევ­დით.

ეს პრო­ცე­სი 2017 წლი­დან და­ვი­წყეთ და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, პრო­დუქ­ტი ჯერ ისევ ახა­ლია, თუმ­ცა მო­თხოვ­ნა მას­ზე საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია. იდე­აც, რომ საყ­ვა­რე­ლი და ძვირ­ფა­სი მო­გო­ნე­ბე­ბი და­ვი­წყე­ბას არ მი­ე­ცეს, სა­თა­ნა­დოდ აი­ტა­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ“.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, რა გან­სხვა­ვე­ბაა ფო­ტო­წიგნ­სა და ალ­ბომს შო­რის?

ფო­ტო­წიგ­ნის იდეა იგი­ვეა, რაც ფო­ტო­ალ­ბო­მის - შე­ი­ნა­ხო ფო­ტო­ებ­ში ასა­ხუ­ლი ძვირ­ფა­სი მო­გო­ნე­ბე­ბი და ცხოვ­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეტა­პე­ბი (ნე­ბის­მი­ე­რი მოვ­ლე­ნა, რო­მე­ლიც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია შენ­თვის: ბავ­შვის და­ბა­დე­ბა, ბა­ღის თუ სკო­ლის პირ­ვე­ლი დღე და ა.შ.) თუმ­ცა, ფო­ტო­ალ­ბო­მის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ფო­ტო­წიგ­ნი სრუ­ლად და­ბეჭ­დი­ლია, ასე რომ არ არ­სე­ბობს იმის სა­შიშ­რო­ე­ბა, რომ ფო­ტო­ე­ბი ამო­იყ­რე­ბა ან და­ი­კარ­გე­ბა.
mshoblebi

რა სა­ხი­სა და დი­ზა­ი­ნის ფო­ტო­წიგ­ნე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა შე­უძ­ლია „პრინ­ტა­რე­ას“ მომ­ხმა­რებ­ლის­თვის?


ჩვენს ვებ-გვერ­დზე photobooks.ge სამი ტი­პის ფო­ტო­წიგ­ნი გვაქვს წარ­მოდ­გე­ნი­ლი: რბილყდი­ა­ნი, მყარყდი­ა­ნი რბი­ლი შიგ­თავ­სით და მყარყდი­ა­ნი მყა­რი შიგ­თავ­სით. ასე­ვე გვაქვს ზო­მე­ბის არ­ჩე­ვა­ნი და თი­თო­ე­ულ ფო­ტო­წიგნს გან­სა­ზღვრუ­ლი გვერ­დე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა აქვს.

დი­ზა­ინს რაც შე­ე­ხე­ბა, სრუ­ლად პერ­სო­ნა­ლი­ზე­ბუ­ლია, რად­გან მომ­ხმა­რე­ბე­ლი შაბ­ლო­ნის დახ­მა­რე­ბით, ფო­ტო­წიგნს ვებგ­ვერ­დზე თა­ვად აწყობს. ამას­თან, ის არც ფო­ტო­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­შია შე­ზღუ­დუ­ლი, იმგვარ დი­ზა­ინს ქმნის რო­გო­რიც თა­ვად სურს და წარ­მო­უდ­გე­ნია.

ძი­რი­თა­დად, რა ტი­პი­სა და დი­ზა­ი­ნის ფო­ტო­წიგ­ნებს უკ­ვე­თა­ვენ მომ­ხმა­რებ­ლე­ბი და რამ­დე­ნად პო­პუ­ლა­რუ­ლია სკო­ლის პირ­ველ დღეს გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­სუ­რა­თე­ბის ფო­ტო­წიგ­ნად ქცე­ვა?

მყარყდი­ა­ნი ფო­ტო­წიგ­ნე­ბი საკ­მა­ოდ აქ­ტუ­ა­ლუ­რია. მო­თხოვ­ნის ძი­რი­თა­დი წი­ლიც მას­ზე მო­დის. ფო­ტო­წიგ­ნის ეს ტიპი ყვე­ლა­ზე მე­ტად შე­ე­სა­ბა­მე­ბა ქორ­წი­ლე­ბის, ნათ­ლო­ბე­ბის, მოგ­ზა­უ­რო­ბე­ბის და სხვა მნიშ­ნე­ლო­ვა­ნი მო­მენ­ტე­ბი­სას გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბის ერ­თად შე­ნახ­ვის იდე­ას.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ველ­თვის იყო პო­პუ­ლა­რუ­ლი სა­ბავ­შვო ბა­ღი­სა თუ სკო­ლის და­წყე­ბა-დამ­თავ­რე­ბის პე­რი­ო­დის ფო­ტო­სუ­რა­თე­ბი და მათი მინი ალ­ბო­მად ქცე­ვა. ჩვენც, ჩვე­ნი მხრი­დან გვაქვს დიდი სურ­ვი­ლი ეს პრო­ცე­სიც თა­ნა­მედ­რო­ვე გავ­ხა­დოთ და უბ­რა­ლოდ ყდა­ში ჩაკ­რუ­ლი ფო­ტო­სუ­რა­თი­დან, სრუ­ლად და­ბეჭ­დილ ფო­ტო­წიგნ­ში გა­და­ვი­ტა­ნოთ ბავ­შვის ცხოვ­რე­ბის ეს მნიშ­ნე­ლო­ვა­ნი ეტა­პი.
mshoblebi

რა რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ ფო­ტო­წიგ­ნის და­ბეჭდ­ვამ­დე?


პირ­ველ რიგ­ში მათ, ვინც ფიქ­რობს, რომ ეს რთუ­ლი პრო­ცე­სია, მინ­და ვუ­თხრა - პი­რი­ქით! ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი და სა­სი­ა­მოვ­ნოა, როცა გვერ­დებ­ზე­შე­ნი სურ­ვი­ლი­სა­მებრ შე­გიძ­ლია გა­ნა­თავ­სო ფო­ტო­ე­ბი, ყდაც კი სა­კუ­თა­რი დი­ზა­ი­ნით შექ­მნა და სრუ­ლად პერ­სო­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი, სა­კუ­თა­რი ფო­ტო­წიგ­ნი­ მი­ი­ღო.
mshoblebi

რამ­დე­ნად ხა­რის­ხი­ა­ნი და გამ­ძლეა ფო­ტო­წიგ­ნი?

სა­მი­ვე ტი­პის ფო­ტო­წიგ­ნი და­ცუ­ლია გა­ხუ­ნე­ბის­გან, დაშ­ლის­გან და ფო­ტო­ე­ბის და­კარ­გვის­გან.

რო­გორ ფიქ­რობთ, რა მო­მა­ვა­ლი აქვს ფო­ტო­წიგ­ნის კონ­ცეფ­ცი­ას?

ფო­ტო­წიგნ­ზე მო­თხოვ­ნა დღი­თი­დღე იზ­რდე­ბა და ვფიქ­რობ ეს პრო­ცე­სი გაგ­რძელ­დე­ბა. ამას მოწ­მობს მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ჩარ­თუ­ლო­ბა, არა მარ­ტო თბი­ლი­სი­დან, არა­მედ სხვა ქა­ლა­ქე­ბი­და­ნაც. მი­წო­დე­ბის სერ­ვი­სი, მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს მომ­ხმა­რე­ბელს შეგ­ვიკ­ვე­თოს ფო­ტო­წიგ­ნი ნე­ბის­მი­ე­რი ად­გი­ლი­დან და გან­სა­ზღვრულ დრო­ში, სა­სურ­ველ მი­სა­მარ­თზე­ მი­ი­ღოს.
2197
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?