"2 წელი ფიზიკურად შეუძლოდ ვიყავი... ახლა მცხეთაში ვცხოვრობ" - რას საქმიანობს ერთ დროს ცნობილი დიზაინერი თათა ვარდანაშვილი
"2 წელი ფიზიკურად შეუძლოდ ვიყავი... ახლა მცხეთაში ვცხოვრობ" - რას საქმიანობს ერთ დროს ცნობილი დიზაინერი თათა ვარდანაშვილი
2000-იან წლებ­ში ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რის თათა ვარ­და­ნაშ­ვი­ლის გა­მო­ჩე­ნამ ქარ­თულ მო­დის სამ­ყა­რო­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კვა­ლი და­ტო­ვა. ის ერთ-ერთი პირ­ვე­ლი იყო, რო­მელ­მაც შეძ­ლო, რომ სა­კუ­თა­რი დი­ზა­ი­ნით შე­კე­რი­ლი ფეხ­საც­მე­ლე­ბის წარ­მო­ე­ბით გა­ეთ­ქვა სა­ხე­ლი. ნი­ჭი­ერ­მა და მონ­დო­მე­ბულ­მა ქალ­ბა­ტონ­მა 2009 წელს კომ­პა­ნია "დე­მეტ­რე 96" და­ა­ფუძვნა, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო-სა­ხე­ლო­ბო საქ­მი­ა­ნო­ბის უფ­ლე­ბა მო­ი­პო­ვა და კერ­ძო ლი­ცენ­ზი­რე­ბუ­ლი სას­წავ­ლე­ბე­ლი გახ­სნა - ტან­საც­მლი­სა და ფეხ­საც­მლის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი­სა და კონ­სტრუ­ი­რე­ბა-მო­დე­ლი­რე­ბის სპე­ცი­ა­ლო­ბით. თუმ­ცა მისი ბიზ­ნეს­საქ­მა­ნო­ბა მა­ლე­ვე საფრ­თხის ქვეშ დად­გა. რო­გორც დი­ზა­ი­ნე­რი გან­მარ­ტავს, წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს სა­წარ­მოს სა­ხელ­მწი­ფოს სა­სარ­გებ­ლოდ
დათმპო­ბა მო­უ­წია, ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში კი დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბაც და­ა­ტო­ვე­ბი­ნეს. რა გეგ­მე­ბი აქვს დი­ზა­ი­ნერს და რა სი­ახ­ლე­ე­ბია მის ცხოვ­რე­ბა­ში, ამის შე­სა­ხებ თათა AMBEBI.GE-ს ესა­უბ­რა:

- რა ბედი ეწია პრო­ფე­სი­ულ სა­სა­წავ­ლე­ბელს, რო­მე­ლიც თქვენ და­ა­ფუძ­ნეთ?

- სამ­წუ­ხა­როდ, ამ წუ­თებ­ში ჩემი ძვე­ლი სას­წავ­ლებ­ლის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას ვერ ვა­ხერ­ხებ, რად­გან ჯერ კი­დევ სა­სა­მარ­თლო მიმ­დი­ნა­რე­ობს. რო­დე­საც პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლო ცენ­ტრი სა­ხელ­მწი­ფოს გა­და­ვე­ცით, პი­რო­ბა იყო და­დე­ბუ­ლი, რომ სას­წავ­ლე­ბე­ლი მე დამ­რჩე­ბო­და სა­კუთ­რე­ბა­ში და წარ­მო­ე­ბა იქ­ნე­ბო­და თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში, ეს იყო წინა ხე­ლისფლე­ბის დროს. დღემ­დე სა­სა­მარ­თლო იწე­ლე­ბა... არც პრო­ცე­სე­ბი ტარ­დე­ბა. ახლა ახა­ლი სარ­ჩე­ლი გვაქვს შე­ტა­ნი­ლი, 30 სქე­ტემ­ბერს პირ­ველ სა­სა­მარ­თლო პრო­ცესს ვე­ლო­დე­ბით.

- რა მო­თხოვ­ნით მი­მარ­თეთ სა­სა­მარ­თლოს?

- კომ­პა­ნია "დე­მეტ­რე 96" სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბას ვერ ახორ­ცი­ე­ლებს, რად­გან
სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის ვალი და­უგ­როვ­და, რო­მე­ლიც 2 მი­ლი­ონ ლარს აღე­მა­ტე­ბა, ან­გა­რი­შებს "ინ­კა­სო" ადევს... ზუს­ტად კომ­პა­ნი­ის გა­და­სარ­ჩე­ნად სა­სა­მარ­თლოს ახა­ლი სარ­ჩე­ლით მივ­მარ­თე. მო­ვი­თხოვ, რომ დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე აღ­მად­გი­ნონ.

- რა მო­ლო­დი­ნი გაქვთ?

- ძა­ლი­ან მინ­და ვთხო­ვო მათ, ვი­საც ჯე­რო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა შე­უძ­ლია, რომ შემ­ხვდნენ და და­მე­ლა­პა­რა­კონ, რად­გან ეს ყვე­ლა­ფე­რი ისევ და ისევ სა­ხელ­მწი­ფოს ინ­ტე­რე­სებ­ში შე­დის... იმი­სათ­ვის, რომ ქარ­თუ­ლი ჯარი სა­ქარ­თვე­ლო­ში იმო­სე­ბო­დეს იხილეთ სრულად
20464
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?