ისეთივე გემრიელი, როგორც სახლში გამომცხვარი - "მადამ დე" 20-წლიანი გამოცდილებით და ხარისხით ამაყობს - მშობლები

ისეთივე გემრიელი, როგორც სახლში გამომცხვარი - "მადამ დე" 20-წლიანი გამოცდილებით და ხარისხით ამაყობს

2019-09-30 06:33:59+04:00

ქართულ ბაზარზე არც ისე ადვილია, იპოვო პროდუქტი, რომელიც ერთდროულად გემრიელიც იქნება, ხარისხიანიც და სანდოც. სწორედ ამიტომ გვინდა გიამბოთ კომპანიაზე, რომელსაც 20-წლიანი გამოცდილება, სანდოობის მაღალი ხარისხი და პროდუქტის მრავალფეროვანი ასორტიმენტი აქვს. გარდა ამისა, მისი უპირატესობა ისიც გახლავთ, რომ პროდუქცია ქართულია და ეს ჩვენი, ეროვნული წარმოების წინსვლისკენ გადადგმული სერიოზული ნაბიჯია.

შპს "ემსიბი ჯორჯია" 1999 წელს გამოჩნდა ბაზარზე და "მაკდონალდსის" რესტორნების ქსელის ფუნთუშეულით მომმარაგებელი გახდა, დღეს კი უკვე "მადამ დეს" სახელით აწარმოებს უგემრიელეს ფუნთუშეულს - იქნება ეს მაფინები, ჰამბურგერის პურები, ბლითები, ტოსტის პურები და ა.შ. ეს არის გემო, რომელიც უყვარს ყველას და რომელსაც წლებია, ვენდობით.

"მადამ დეს" პროდუქცია წარმოდგენილია სხვადასხვა ქსელურ სუპერმარკეტებში, რაც საშუალებას გვაძლევს მივირთვათ ისეთივე გემრიელი ფუნთუშები, როგორიც სახლში გამომცხვარია, სტუმრად, შინ, სამსახურში თუ პიკნიკზე.

დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად, ვესტუმრეთ კომპანიას და გავესაუბრეთ ადამიანებს, რომლებმაც ყველაზე კარგად იციან "მადამ დეს" ხარისხი და იცნობენ პროდუქტის ასორტიმენტს.

გვესაუბრება წარმოების ტექნოლოგი ნინო ქართველიშვილი:

- რა განაპირობებს პროდუქციის უმაღლეს ხარისხს?

- ხარისხის შენარჩუნებისა და მაღალი სტანდარტის მისაღებად ჩვენი კომპანია ყოველწლიურად გადის საკვები პროდუქტების უსაფრთხოების აუდიტს, რომელსაც ახორციელებს მსოფლიოში აღიარებული საერთაშორისო აუდიტორული კომპანია "Bureau Veritas".

წელიწადში ორჯერ საწარმოს თანამშრომლებს გვიტარდება სამედიცინო შემოწმება და ვესწრებით სხვადასხვა სახის ტრენინგებს.

- როგორ ხდება ნედლეულის შერჩევა და დასრულებული პროდუქციის შემოწმება?

- როდესაც ვსაუბრობთ ხარისხსა და სანდოობაზე, ეს თავისთავად იგულისხმება, ნედლეულის შერჩევა და მისი სწორად გამოყენება ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორია მაღალი ხარისხის პროდუქტის წარმოებისთვის. გარდა იმისა, რომ მოსამზადებლად ვიყენებთ ნატურალურ და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებს, როგორც მოგახსენეთ, ქარხანა გამუდმებით გადის აუდიტს და მუდმივად ხდება ხარისხის კონტროლი, რაც კიდევ უფრო ზრდის უსაფრთხოების დონეს.

- ვინ არის "მადამ დეს" პროდუქტის ძირითადი მომხმარებელი?

- ჩვენი კომპანია ყველა სეგმენტისთვის მისაღებ პროდუქციას აწარმოებს, თუმცა ჰამბურგერის და ჰოთდოგის პურები, ასევე ბლითები განსაკუთრებით უყვართ ბავშვებს. ხოლო მაფინები მშობლების საყვარელი პროდუქტია, რადგან მარტივად შეიძლება შეიძინონ ყველგან, წაიღონ სტუმრად ან გაუმასპინძლდნენ ოჯახის წევრებს.

კომპანია "მადამ დეს" დირექტორი ალექსანდრე რატიშვილი:

- მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ თამამი გადაწყვეტილება მივიღეთ 20 წლის წინ, როდესაც მხოლოდ უმაღლესი ხარისხის პურ-ფუნთუშეულის წარმოება დავისახეთ მიზნად. სწორედ ამიტომ საერთაშორისო სტანდარტების დაცვით 1999 წელს გავხდით რესტორანთა ქსელ "მაკდონალდსის" მომმარაგებელი ათამდე სახეობის პროდუქციით, დღეს კი ჩვენი პროდუქცია უკვე ძალიან ბევრ სივრცეშია ხელმისაწვდომი მომხმარებლებისთვის.

- კონკრეტულად რამდენ ობიექტზე არის "მადამ დეს" პროდუქცია და რა განვითარების პერსპექტივა არსებობს?

- თავიდანვე გვქონდა ამბიცია, რომ მეტი ადამიანი დაგვესაქმებინა და გუნდში საუკეთესო პროფესიონალები შემოგვეკრიბა. წარმატების ზრდასთან ერთად ეს შევძელით და დღეს ჩვენი პროდუქცია 500-მდე სავაჭრო ობიექტშია წარმოდგენილი ხარისხიანი პურ-ფუნთუშეულისა და ნამცხვრების მოყვარულთათვის. "მადამ დე" თანამშრომლობს ისეთ კომპანიებთან, როგორებიცაა "ნიკორა", "კარფური", "ფუდმარტი", "ორი ნაბიჯი", "გუდვილი", "ფრესკო" და "სპარი".

- როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

დაარსების დღიდან ჩვენი მიზანი მომხმარებლისთვის ახალი, განსაკუთრებული პროდუქციის შეთავაზება იყო. ამ მიზნის მისაღწევად, დავიწყეთ პარტნიორობა "მაკდონალდსის" პურ-ფუნთუშეულის მწარმოებელ უმსხვილეს ამერიკულ კორპორაცია EAST BALT Inc.-თან.

ის დაგვეხმარა შეგვექმნა უნიკალური ტექნოლოგიური სისტემა, რომლის მეშვეობითაც, დღეს ჩვენი წარმოებული პროდუქცია ყველა სხვა პროდუქტისგან განსხვავებულია. მრავალფეროვანი არჩევანისა და განვითარებისთვის მუდმივად შეგვაქვს სიახლეები ტექნიკურ სფეროში – ვამონტაჟებთ ახალი სახეობის მანქანა-დანადგარებს და ჩამოგვყავს უცხოელი კოლეგები. სწორედ ამიტომ სამომავლო გეგმები პროდუქციის ასორტიმენტის კიდევ უფრო გამრავალფეროვნება და მეტი სივრცის მოცვაა.

https://madamde.ge/