თბი­ლის­ში მი­ტო­ვე­ბუ­ლი ჩვი­ლი იპო­ვეს - რას წერს დედა წერილში, რომელიც ბავშვის კალათაში იდო - მშობლები

თბი­ლის­ში მი­ტო­ვე­ბუ­ლი ჩვი­ლი იპო­ვეს - რას წერს დედა წერილში, რომელიც ბავშვის კალათაში იდო

2019-09-19 11:30:33+04:00

AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გუ­შინ თბი­ლის­ში მი­ტო­ვე­ბუ­ლი ჩვი­ლი იპო­ვეს. შემ­თხვე­ვა სა­ბურ­თა­ლოს რა­ი­ო­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოხ­და.

თვითმხილ­ვე­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით (რო­მელ­საც ანო­ნი­მუ­რად ვტო­ვებთ), პა­ტა­რა ბი­ჭუ­ნა, რო­მე­ლიც კა­ლა­თა­ში იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი, სტუ­დენ­ტმა იპო­ვა. ჩვი­ლი და­ახ­ლო­ე­ბით ერთ თვემ­დე ასა­კი­საა.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კა­ლათ­ში სა­ბავ­შვო სა­ფე­ნე­ბი და დე­დის წე­რი­ლიც იდო, რო­მელ­შიც ქალი წერ­და, რომ სა­შუ­ა­ლე­ბა არ აქვს ბავ­შვის გაზ­რდის, რად­გან ოჯახ­მა და ნა­თე­სა­ვებ­მა ზურ­გი აქ­ცი­ეს.

რო­გორც AMBEBI.GE-ს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 127-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც ით­ვა­ლის­წი­ნებს სი­ცო­ცხლი­სათ­ვის სა­შიშ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ყე­ნე­ბას.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩვი­ლი კლი­ნი­კა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი და მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.
AMBEBI.GE