"მაგ ოჯახებს აქ აღარ ეცხოვრებათ" - ბავშვთა პორნოგრაფიაში ჩართვისთვის პოლიციამ მშობლები და ყოფილი პედაგოგი დააკავა
"მაგ ოჯახებს აქ აღარ ეცხოვრებათ" - ბავშვთა პორნოგრაფიაში ჩართვისთვის პოლიციამ მშობლები და ყოფილი პედაგოგი დააკავა

არასრულწლოვნების პორნოგრაფიული მასალების უკანონოდ დამზადების საქმეზე დაკავებული 11 პირიდან ერთ-ერთი ყოფილი პედაგოგია.


შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ არასრულწლოვნების პორნოგრაფიული მასალების უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრიდან რამდენიმე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთის მცხოვრებია.

ამასთან, როგორც "ინტერპრესნიუსს" ადგილობრივებმა განუცხადეს, დაკავებულთაგან ერთ-ერთი უცხოელი მასწავლებელია, რომელიც რამდენიმე წლის წინ ზეღდულეთის საჯარო სკოლაში მუშაობდა.

"ეს ადამიანი წლების წინ მუშაობდა სოფლის სკოლაში პედაგოგად. მერე წავიდა, მოგვიანებით კვლავ გამოჩნდა სოფელში, თუმცა, სკოლაში აღარ მუშაობდა,
ამბობდა, რომ საქართველოში სამოდელო ფოტოსტუდია ჰქონდა და მას ხელმძღვანელობდა. როგორც ვიცით, გარკვეული კონტრაქტებიც გაუფორმა რამდენიმე მშობელს და მათ შვილებს იღებდა ე.წ. სამოდელო სტუდიაში. ვინ წარმოიდგენდა, რომ ასეთი სიბინძურე ხდებოდა? ყველა აღშფოთებულია სოფელში. ისეა ხალხი აღელვებული, მაგ ოჯახებს აქ აღარ ეცხოვრებათ. თავდაპირველად ის ყოფილი პედაგოგი და ზეღდულეთის მცხოვრები ერთი ქალი დააკავეს, შემდეგ - კიდევ 5 ადამიანი, პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადებაში ჩაბმული არასრულწლოვანი ბავშვების მშობლები, მაგრამ არაოფიციალურად ვიცით, რომ სავარაუდოდ, სხვა მშობლებიც არიან ამ საქმეში მხილებულები და გამორიცხული არ არის, დაკავებულთა რიცხვი გაიზარდოს", - განუცხადეს "ინტერპრესნიუსს" სოფელ ზეღდულეთში.

შსს-მ არასრულწლოვნების პორნოგრაფიული მასალების დამზადების სქემა და დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი გამოავლინა, რომელთა შორის ბავშვების მშობლებიც არიან. აღნიშნული
პირების მიერ ჩადენილი დანაშაული 17-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
2899
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?