ნიკა გრიგოლია და მარიამ ფაღავა გოგონას მშობლები გახდნენ. პატარა დღეს დაიბადა და მია დაარქვეს. გახარებულმა მამამ თავისი ბედნიერების ამბავი მეგობრებს სოციალური ქსელით შეატყობინა:
"ჩვენი სიყვარულის გოგონა გამოცხვა. მია დავარქვით.
არის თაგვისებრი ზარმაცა. ასევე არის მინდვრის თაგვი და ორცხობილა."
ნიკასთვის მია მეორე შვილია. მას პირველ მეუღლესთან, ია უძილაურთან, ბიჭი - ნიკოლოზი ჰყავს. მარიამ ფაღავას ცხოვრება იუმორისტმა ოჯახის დანგრევის შემდეგ დაუკავშირა.
თეკლა ჟვანია