"მშობლები თავად იჩენდნენ ინიციატივას, რომ მათი შვილები გადაეღოთ - ერთ-ერთი ბავშვი 5 წლის იყო, როცა ფოტოები პირველად გადაუღეს" - პროკურორი
"მშობლები თავად იჩენდნენ ინიციატივას, რომ მათი შვილები გადაეღოთ - ერთ-ერთი ბავშვი 5 წლის იყო, როცა ფოტოები პირველად გადაუღეს" - პროკურორი
არას­რულ­წლო­ვან­თა პორ­ნოგ­რა­ფი­ი­სა და ტრე­ფი­კინ­გის საქ­მის პრო­კუ­რო­რის, მა­რი­ამ გო­გო­რე­ლი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, არას­რულ­წლო­ვან­თა მშობ­ლე­ბი თა­ვად იჩენ­დნენ ინი­ცი­ა­ტი­ვას, რომ მათი შვი­ლე­ბი ხში­რად გა­და­ე­ღოთ.

რო­გორც გო­გო­რე­ლი­ა­ნი აცხა­დებს, ყვე­ლა ბრალ­დე­ბუ­ლი მშობ­ლის­თვის ცნო­ბი­ლი იყო, თუ სად იღებ­დნენ მათ შვი­ლებს.

"ამის შე­სა­ხებ აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა მშო­ბელ­მა იცო­და, რომ­ლე­ბიც და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან. ყვე­ლა მშო­ბე­ლი თვი­თონ იღებ­და თან­ხას. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, მშობ­ლე­ბი თვი­თონ იჩენ­დნენ ინი­ცი­ა­ტი­ვას, რომ ბავ­შვე­ბი უფრო ხში­რად გა­და­ე­ღოთ, - ასეთ ფაქ­ტებ­საც ჰქონ­და ად­გი­ლი. ამ საქ­მე­ში ჩარ­თულ ადა­მი­ა­ნებს თა­ვი­ან­თი ნაც­ნო­ბე­ბი
მოჰ­ყავ­დათ, ასე ვთქვათ, ერთი წრეა", - აცხა­დებს გო­გო­რე­ლი­ა­ნი.

პრო­კუ­რო­რის გან­მარ­ტე­ბით­ვე, ავ­სტრა­ლი­ე­ლი ბრალ­დე­ბუ­ლი თა­ვის ქვე­ყა­ნა­შიც ამა­ვე ბრალ­დე­ბით იყო გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი.

"რო­გორც გე­იხ­მა­ნი აცხა­დებს, მსგავ­სი და­ნა­შა­უ­ლის­თვის ავ­სტრა­ლი­ა­ში ნა­სა­მარ­თლე­ვია, ასე­ვეა, ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქეც. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ რა სას­ჯე­ლიც იქ მის­ჯი­ლი ჰქონ­დათ, მო­ი­ხა­დეს“, - აცხა­დებს გო­გო­რე­ლი­ა­ნი.

მი­სი­ვე ცნო­ბით, არას­რულ­წლო­ვან­თა პორ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი მა­სა­ლის გავ­რცე­ლე­ბა უკვე მოხ­და. გო­გო­რე­ლი­ა­ნის გან­მარ­ტე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი მა­სა­ლის გა­და­ღე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში 2017 წლი­დან მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

"რე­ა­ლი­ზა­ცია უკვე მოხ­და, ვი­ნა­ი­დან ისი­ნი ამით ფი­ნან­სურ შე­მო­სა­ვალს იღებ­დნენ. რე­ა­ლი­ზა­ცია უცხო­ეთ­ში მოხ­და. ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქეს ური­ცხავ­დნენ ან­გა­რიშ­ზე თან­ხას, რო­მელ­საც ის აძ­ლევ­და სხვა ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს და არას­რულ­წლოვ­ნე­ბის მშობ­ლებს. ფულს ასე­ვე იღებ­და ავ­სტრა­ლი­ის მო­ქა­ლა­ქეც პორ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი მა­სა­ლის გავ­რცე­ლე­ბის შე­დე­გად. ის თვი­თონ არას­რულ­წლოვ­ნებ­საც უხ­დი­და გარ­კვე­უ­ლი ოდე­ნო­ბის თან­ხას. გარ­კვე­უ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ამ ეტაპ­ზე
ყვე­ლა არას­რულ­წო­ვა­ნი გა­მო­კი­თხუ­ლი არ არის.მათ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი დახ­მა­რე­ბაც სჭირ­დე­ბათ.

მათ­ზე ფი­ზი­კურ იძუ­ლე­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცია არ გვაქვს, მაგ­რამ სა­უ­ბა­რია ძა­ლი­ან პა­ტა­რა ასა­კის ბავ­შვებ­ზე. ერთ-ერთი არას­რულ­წლო­ვა­ნი 5 წლის იყო, როცა მის მი­მართ ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბა და­ი­წყეს. ამ ასა­კის ბავ­შვს სა­ერ­თოდ არ სჭირ­დე­ბა ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა, რომ და­ი­ყო­ლიო გარ­კვე­ულ ქმე­დე­ბა­ზე. ყვე­ლა­ზე უფ­რო­სი 16 წლი­საა", - აცხა­დებს გო­გო­რე­ლი­ა­ნი.

საქ­მის დე­ტა­ლებ­ზე არ სა­უბ­რობს და­კა­ვე­ბუ­ლი ლეხ­მა­ნის ად­ვო­კა­ტი, ნინო ტა­ბა­ტა­ძე. მან დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­რე­შე და­ტო­ვე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა ლე­იხ­მა­ნის მო­თხოვ­ნით­ვე და­ა­ყე­ნა. ის დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას იყე­ნებს.

არას­რულ­წლო­ვან­თა პორ­ნოგ­რა­ფი­ი­სა და ტრე­ფი­კინ­გის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბულ ავ­სტრა­ლი­ის მო­ქა­ლა­ქეს პოლ გრე­გორ ლეხ­მანს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა 13 ნო­ემ­ბერს, 11 სა­ათ­ზე და­ი­ნიშ­ნა.

"ინტერპრესნიუსი"
3192
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?