"მშობლები თავად იჩენდნენ ინიციატივას, რომ მათი შვილები გადაეღოთ - ერთ-ერთი ბავშვი 5 წლის იყო, როცა ფოტოები პირველად გადაუღეს" - პროკურორი - მშობლები

"მშობლები თავად იჩენდნენ ინიციატივას, რომ მათი შვილები გადაეღოთ - ერთ-ერთი ბავშვი 5 წლის იყო, როცა ფოტოები პირველად გადაუღეს" - პროკურორი

2019-09-20 13:04:39+04:00

არას­რულ­წლო­ვან­თა პორ­ნოგ­რა­ფი­ი­სა და ტრე­ფი­კინ­გის საქ­მის პრო­კუ­რო­რის, მა­რი­ამ გო­გო­რე­ლი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, არას­რულ­წლო­ვან­თა მშობ­ლე­ბი თა­ვად იჩენ­დნენ ინი­ცი­ა­ტი­ვას, რომ მათი შვი­ლე­ბი ხში­რად გა­და­ე­ღოთ.

რო­გორც გო­გო­რე­ლი­ა­ნი აცხა­დებს, ყვე­ლა ბრალ­დე­ბუ­ლი მშობ­ლის­თვის ცნო­ბი­ლი იყო, თუ სად იღებ­დნენ მათ შვი­ლებს.

"ამის შე­სა­ხებ აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა მშო­ბელ­მა იცო­და, რომ­ლე­ბიც და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან. ყვე­ლა მშო­ბე­ლი თვი­თონ იღებ­და თან­ხას. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, მშობ­ლე­ბი თვი­თონ იჩენ­დნენ ინი­ცი­ა­ტი­ვას, რომ ბავ­შვე­ბი უფრო ხში­რად გა­და­ე­ღოთ, - ასეთ ფაქ­ტებ­საც ჰქონ­და ად­გი­ლი. ამ საქ­მე­ში ჩარ­თულ ადა­მი­ა­ნებს თა­ვი­ან­თი ნაც­ნო­ბე­ბი მოჰ­ყავ­დათ, ასე ვთქვათ, ერთი წრეა", - აცხა­დებს გო­გო­რე­ლი­ა­ნი.

პრო­კუ­რო­რის გან­მარ­ტე­ბით­ვე, ავ­სტრა­ლი­ე­ლი ბრალ­დე­ბუ­ლი თა­ვის ქვე­ყა­ნა­შიც ამა­ვე ბრალ­დე­ბით იყო გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი.

"რო­გორც გე­იხ­მა­ნი აცხა­დებს, მსგავ­სი და­ნა­შა­უ­ლის­თვის ავ­სტრა­ლი­ა­ში ნა­სა­მარ­თლე­ვია, ასე­ვეა, ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქეც. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ რა სას­ჯე­ლიც იქ მის­ჯი­ლი ჰქონ­დათ, მო­ი­ხა­დეს“, - აცხა­დებს გო­გო­რე­ლი­ა­ნი.

მი­სი­ვე ცნო­ბით, არას­რულ­წლო­ვან­თა პორ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი მა­სა­ლის გავ­რცე­ლე­ბა უკვე მოხ­და. გო­გო­რე­ლი­ა­ნის გან­მარ­ტე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი მა­სა­ლის გა­და­ღე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში 2017 წლი­დან მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

"რე­ა­ლი­ზა­ცია უკვე მოხ­და, ვი­ნა­ი­დან ისი­ნი ამით ფი­ნან­სურ შე­მო­სა­ვალს იღებ­დნენ. რე­ა­ლი­ზა­ცია უცხო­ეთ­ში მოხ­და. ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქეს ური­ცხავ­დნენ ან­გა­რიშ­ზე თან­ხას, რო­მელ­საც ის აძ­ლევ­და სხვა ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს და არას­რულ­წლოვ­ნე­ბის მშობ­ლებს. ფულს ასე­ვე იღებ­და ავ­სტრა­ლი­ის მო­ქა­ლა­ქეც პორ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი მა­სა­ლის გავ­რცე­ლე­ბის შე­დე­გად. ის თვი­თონ არას­რულ­წლოვ­ნებ­საც უხ­დი­და გარ­კვე­უ­ლი ოდე­ნო­ბის თან­ხას. გარ­კვე­უ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ამ ეტაპ­ზე ყვე­ლა არას­რულ­წო­ვა­ნი გა­მო­კი­თხუ­ლი არ არის.მათ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი დახ­მა­რე­ბაც სჭირ­დე­ბათ.

მათ­ზე ფი­ზი­კურ იძუ­ლე­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცია არ გვაქვს, მაგ­რამ სა­უ­ბა­რია ძა­ლი­ან პა­ტა­რა ასა­კის ბავ­შვებ­ზე. ერთ-ერთი არას­რულ­წლო­ვა­ნი 5 წლის იყო, როცა მის მი­მართ ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბა და­ი­წყეს. ამ ასა­კის ბავ­შვს სა­ერ­თოდ არ სჭირ­დე­ბა ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა, რომ და­ი­ყო­ლიო გარ­კვე­ულ ქმე­დე­ბა­ზე. ყვე­ლა­ზე უფ­რო­სი 16 წლი­საა", - აცხა­დებს გო­გო­რე­ლი­ა­ნი.

საქ­მის დე­ტა­ლებ­ზე არ სა­უბ­რობს და­კა­ვე­ბუ­ლი ლეხ­მა­ნის ად­ვო­კა­ტი, ნინო ტა­ბა­ტა­ძე. მან დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­რე­შე და­ტო­ვე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა ლე­იხ­მა­ნის მო­თხოვ­ნით­ვე და­ა­ყე­ნა. ის დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას იყე­ნებს.

არას­რულ­წლო­ვან­თა პორ­ნოგ­რა­ფი­ი­სა და ტრე­ფი­კინ­გის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბულ ავ­სტრა­ლი­ის მო­ქა­ლა­ქეს პოლ გრე­გორ ლეხ­მანს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა 13 ნო­ემ­ბერს, 11 სა­ათ­ზე და­ი­ნიშ­ნა.

"ინტერპრესნიუსი"