"მოძალადეების 90% ბავშვის ახლობელია - ნათესავი, მეზობელი, მასწავლებელი..." - რა არის ბავშვთა პორნოგრაფია და როგორ დავიცვათ შვილები
"მოძალადეების 90% ბავშვის ახლობელია - ნათესავი, მეზობელი, მასწავლებელი..." - რა არის ბავშვთა პორნოგრაფია და როგორ დავიცვათ შვილები
ბავ­შვთა პორ­ნოგ­რა­ფია, ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­უ­ბე­დუ­როდ, სულ უფრო პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბა. იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ არას­რულ­წლოვ­ნებ­თან სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის ქმე­დე­ბა უმე­ტეს ქვე­ყა­ნა­ში და მათ შო­რის - სა­ქარ­თვე­ლო­შიც ის­ჯე­ბა, მძი­მე შემ­თხვე­ვე­ბი მა­ინც ძა­ლი­ან ხში­რად ხდე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ფონ­დის გან­მარ­ტე­ბით, ბავ­შვთა პორ­ნოგ­რა­ფია ნიშ­ნავს ბავ­შვის, რო­მე­ლიც ას­რუ­ლებს რე­ა­ლურ, ან სი­მუ­ლი­რე­ბულ აშ­კა­რა სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის მოქ­მე­დე­ბას, გა­მო­სახ­ვას ნე­ბის­მი­ე­რი სა­შუ­ა­ლე­ბით ან ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხით. ეს შე­საძ­ლოა იყოს ფო­ტო­სუ­რა­თე­ბი, თვალ­სა­ჩი­ნო და აუ­დიო წარ­მოდ­გე­ნა, წე­რი­ლო­ბი­თი აღ­წე­რა, მო­თხრო­ბე­ბი, და­წე­რი­ლი პა­სა­ჟე­ბი, ანი­მა­ცი­ე­ბი...

ინ­ტერ­ნე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით კი, უმე­ტე­სად, ჟურ­ნა­ლე­ბის, წიგ­ნე­ბის, ნა­ხა­ტე­ბის, ფილ­მე­ბის, ვი­დე­ო­კა­სე­ტე­ბის, მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბის
და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი დის­კე­ბის ან ფა­ი­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ვრცელ­დე­ბა.

ბავ­შვთა პორ­ნოგ­რა­ფია დღეს ასე­ვე მო­იხ­სე­ნი­ე­ბა, რო­გორც ბავ­შვებ­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის ამ­სახ­ვე­ლი მა­სა­ლა. აშშ-ს სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის ეროვ­ნუ­ლი რე­სურსცენ­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 18 წლამ­დე ოთხი­დან ერთი გოგო და ექ­ვსი­დან ერთი ბიჭი ხდე­ბა სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ე­ბის მსხვერ­პლი. მო­ძა­ლა­დე­ე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 90% ბავ­შვის ახ­ლო­ბე­ლია - ნა­თე­სა­ვი, ოჯა­ხის მე­გო­ბა­რი, მე­ზო­ბე­ლი, მას­წავ­ლე­ბე­ლი, მწვრთნე­ლი.

„მო­ძა­ლა­დე­ე­ბი გა­რეგ­ნუ­ლად ძა­ლი­ან თბი­ლე­ბი, მზრუნ­ვე­ლე­ბი, მო­სიყ­ვა­რუ­ლე­ე­ბი ჩა­ნან, სწო­რედ ამ თვი­სე­ბე­ბით ახერ­ხე­ბენ სა­ში­ნე­ლი ქმე­დე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას“ - აცხა­დებს ლოს-ან­ჯე­ლე­სე­ლი ყო­ფი­ლი პრო­კუ­რო­რი რო­ბინ საქ­სი, რო­მე­ლიც ბავ­შვე­ბის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ სექ­სუ­ა­ლურ ზე­წო­ლა­ზე მუ­შა­ობ­და.

ვე­ბპორ­ტა­ლის Parents.com ინ­ფორ­მა­ცი­ით, სწო­რედ ეს არის ერთ-ერთი მი­ზე­ზი, რომ­ლის გა­მოც ბავ­შვე­ბი ვერ ხვდე­ბი­ან, რომ ისი­ნი სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ე­ბის მსხვერ­პლი გახ­დნენ. ძა­ლა­დო­ბის დროს, შე­საძ­ლოა, ვერ იგ­რძნონ ტკი­ვი­ლი, ანდა - მო­ძა­ლა­დე
ბავ­შვს სა­ერ­თოდ არ შე­ე­ხოს (მა­გა­ლი­თად, არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ზრდას­რუ­ლე­ბი მსხვერ­პლს აყუ­რე­ბი­ნე­ბენ პორ­ნოგ­რა­ფი­ას ან - აი­ძუ­ლე­ბენ, ფო­ტო­სე­სი­ის­თვის გა­შიშ­ვლდნენ). ხში­რად კი სი­ტუ­ა­ცი­ას ის ფაქ­ტი არ­თუ­ლებს, რომ მო­ძა­ლა­დე ბავ­შვის­თვის პა­ტივ­სა­ცე­მი ადა­მი­ა­ნია.

ხში­რად ისი­ნი სა­ი­დუმ­ლოდ ინა­ხა­ვენ ძა­ლა­დო­ბას, რად­გან დაბ­ნე­უ­ლე­ბი და შე­ში­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან, ან - სა­კუ­თარ თავს დამ­ნა­შა­ვედ მი­იჩ­ნე­ვენ.

„მო­ძა­ლა­დე არ­ცხვენს და აში­ნებს მსხვერ­პლს, ემუქ­რე­ბა დას­ჯით, თუ ის ვინ­მეს­თან იტყვის მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ,“ - ამ­ბობს ლინ­და ჯონ­სო­ნი, რო­მე­ლიც ბავ­შვე­ბის უფ­ლე­ბებ­ზე მო­მუ­შა­ვე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია.
განაგრძეთ კითხვა
860
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები