"ვეღარ ვუძლებ!! ყველგან შენ ხარ, დეიდას ბიჭო! ასწავლეთ შვილებს სიყვარული!" - 14 წლის ლუკა ბასილაძის დეიდის მიმართვა მშობლებს
"ვეღარ ვუძლებ!! ყველგან შენ ხარ, დეიდას ბიჭო! ასწავლეთ შვილებს სიყვარული!" - 14 წლის ლუკა ბასილაძის დეიდის მიმართვა მშობლებს
რამდენიმე დღის წინ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარში 14 წლის მოზარდმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. დღეს სოციალურ ქსელში საერთო ჩატის მიმოწერა გავრცელდა, რომელშიც მოზარდი წერდა, რომ თავის მოკვლას აპირებდა, თუმცა თანატოლებმა მუქარა სერიოზულად არ აღიქვეს და დასცინეს.

სუიციდის შედეგად გარდაცვლილი ლუკა ბასილაძის დეიდა, ლია ადამაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს და საზოგადოებას მიმართავს.

"ასწავლეთ, სიყვარული ასწავლეთ შვილებს!!
პატარაობიდან ჩაუნერგეთ, ჩასძახეთ სითბო-სიყვარული და აუცილებლათ ამოგძახებთ!!.
გაზარდეთ სიყვარულით ბავშვები, მეგობრები, ახლობლები, მტერი, მოყვარე სიყვარულში ამყოფეთ, რომ სიყვარულივე გასცენ და ისწავლონ!!.
ისწავლონ, რომ წაქეზებას, გახელებას,
მითითებას, ბრძანებას, სიძულვილს, ბოროტებასა და უსიყვარულობას ცუდ გზამდე მიჰყავთ ადამიანები! მოზარდები! მოხუცები!!!
ისწავლეთ და ასწავლეთ ერთმანეთს სიყვარული!!!! 
ღმერთმა დასწყევლოს ქმედება, რომელიც ადამიანის ფსიქოლოგიას ანადგურებს.
ვეღარ ვუძლებ!! ყველგან შენ ხარ, დეიდას ბიჭო!!! ყველგან შენ!!! აღარაფერი მინდა, არც აქ შემოსვლა!!! ადგილი არაა ისეთი, სადაც მე უშენოდ შევძლებ სუნთქვას!!!”, - წერს გარდაცვლილი მოზარდის დეიდა.

მერი ბლიაძე

alt"წაიღეს კომპიუტერი, ეჭვი არსებობს, რაღაც თამაშზე" - რაც აცხადებს სკოლის დირექტორი, 14 წლის მოზარდის სუიციდის ფაქტზე


10245
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები