- 2012 წელს ოჯახთან ერთად მწვანე ბარათის მოგების შემდეგ დავტოვე საქართველო. მანამდე, თელავში ვცხოვრობდი, სკოლა იქ დავამთავრე, შემდეგ უნივერსიტეტში ვსწავლობდი, თუმცა ბოლო კურსიდან სწავლის შეწყვეტა მომიწია.
- ბავშვობიდან ვოცნებობდი, რომ წარმატებული მსახიობი ვყოფილიყავი, თუმცა საქართველოში გარკვეული გარემოებების გამო თეატრალურზე ჩაბარება ვერ მოვახერხე, ვერც კასტინგებზე სიარული. თუმცა ყოველთვის მჯეროდა, რომ ოცნებას ავისრულებდი. ამერიკაში ჩასვლისთანავე ვფიქრობდი, რომ ჩემი თავი სწორედ აქ უნდა აღმომეჩინა. განცხადება ვნახე, რომ სჭირდებოდათ მსახიობი, რომელსაც ტელევიზიაში წამყვანის როლი უნდა შეესრულებინა. გავაგზავნე ჩემი მონაცმეები, თუმცა ასე სწრფად თუ დამიკავშირდებოდნენ არ ველოდი. ვერ გეტყვით ეს რა გრძნობა იყო - სიხარული, შიში და მიზნისკენ სწრაფვა. გადასაღებ მოედანზე უამრავი კამერისა და ცნობილი მსახიობის წინაშე სრულიად გამოუცდელი აღმოვჩნდი, მაგრამ ისე თბილად მიმიღეს, რომ გაუცხოების მომენტი არ მქონდა.
- ბევრ ცნობილ სახესთან ერთად მიმუშავია, მათ შოროს ყველაზე დასამახსოვრებელი ჯენიფერ ლოპესი იყო. თვითონ გამომელაპარაკა, იტალიელი ვეგონე. როდესც გაიგო საქართველოდან ვიყავი - გაუკვირდა. მითხრა, რომ ქართველთან ერთად ფილმში არასოდეს უთამაშია. ჩვენი ქვეყნის შესახებ მოვუყევი და სხვათაშორის დაინტერესდა კიდეც. ასევე სხვა ბევრ ცნობილ მსახიობთან ერთად მიმუშავია, მათ შორის სკარლეტ იოჰანსონი, ჯულიანა მური, ჯეიმს ფრანკო, რამი მალეკი, ნატალი პორტმანი და ასე შემდეგ. განაგრძეთ კითხვა