- ძვირია ბატონო,
- მაინც?- დამიბრუნა კითხვა.
რამდენიმე მაკლერთან დავრეკე და 70 ლარს არავინ ფეხი არ მოუცვალა ერთი ღამის გათევაში, თან ქალი ძალიან წუხდა. მე სამსახურთან ახლოს ვცხოვრობდი, ჩემთვის ვფიქრობდი, თუ არაფერი გამომივა ჩემთან წავიყვან, მოსაპარი არაფერი მაქვს, ერთი კომპიუტერი მაქვს და თუ წაიღებენ, ღმერთმა შეარგოთ. დივანი თუ ჩაათრიეს მესამე სართულიდან, მალადეც ამათ-თქო. ავდექი დავუძახე დაცვას, სახლის გასაღები მივეცი და ვუთხარი, რომ ჩემთან წაეყვანა და დაბინავებულიყვნენ (მე მარტო ვცხოვრობ).
ის დილა რომ გათენდა, გადმოვიდნენ, გასაღები დამიტოვეს, შოკოლადი უყიდიათ, მაჩუქეს და ბათუმში წავიდნენ. იქ ჩასულებს მათი შვილებისთვის მოუყოლია, ვიღაც გოგომ შეგვიფარაო დამირეკეს მისმა შვილებმა და ძალიან ბევრი მადლობები მიხადეს.
ერთი თვის თავზე დამირეკეს, რომ ისევ თბილისში მოდიოდნენ ექიმთან კონსულტაციაზე, დავხვდი მატარებლის სადგურზე სახლში მივიყვანე, ხელდამშვენებული მესტუმრნენ აჭარული ნიბათით და ლაპარაკს შევყევით, პატარა სუფრა გავშალეთ და მაშინ მითხრეს, რომ ჩვენ მუსლიმები ვართო, დიდუ შევიცხადე ჩემდა უნებურად, ხო, მაგრამ გადავწყვიტეთ მოვინათლოთ და შენ იყავი ჩვენი ნათლიაო, საოცარი განცდა დამეუფლა.
გაზაფხულზე თავისთან დამპატიჟეს ჩემს ოჯახთან ერთად, ჩავედი და ენით აუღწერილი პატივი მცეს, ნათლობაც დავგეგმეთ და იმავე წლის აგვისტოში ბათუმის საკათედრო ტაძარში ეს ორი მაგარი ადამიანი მოვნათლე.
ნათლობის ცერემონიალზე ცრემლები თავისით მომდიოდა, სავსე იყო ორგანიზმი ემოციით, განცდით და უდიდესი პასუხისმგებლობით.