ფონიჭალაში მე-7 სართულიდან გადმოვარდნილი 14 წლის მოზარდის მდგომარეობა მძიმეა. მას "ნიუ ჰოსპიტალში" ოპერაცია უტარდება. ექიმების ინფორმაციით, ოპერაციის შემდეგ მოზარდს დამატებითი კვლევები ჩაუტარდება.
შემთხვევა ფონიჭალაში დღეს მოხდა. 14 წლის გოგო საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულიდან გადმოვარდა. შსს-მ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
რა მოსდის სხეულს სიმაღლიდან გადმოვარდნისას და როდის აქვს გადარჩენის შანსი