ცნობილი ქართველი წყვილი იკა და ნათია მორიგ ვიდეოს ასაჯაროვებენ. წყვილმა პოპულარობა ინტერნეტსივრცეში სახალისო ვიდეოებით მოიპოვა. ისინი ბავშვის მოლოდინში არიან და ახალი ვიდეოც ამ სასიხარულო ამბავს მიუძღვნეს.
"სულ რაღაც 5 კვირაც და პატარა პრინცესას დედიკო და მამიკო გავხდებით ხალხნოო. გული ვეღარ ითმენს უკვე.
აბა, ორსულები დამენახეთ ვინ როდის ელოდებით და რამდენი კილო ხართ? მე უკვე 82 კილოს მივაღწიე, 27კგ მაქვს მომატებული, ასეთი სასიხარულო არასდროს ყოფილა წონის მომატება" - ნათქვამმია ვიდეოს მინაწერში.
იკამ და ნათიამ ინტერნეტმომხმარებლებს სახალისო და პოზიტიური ვიდეოებით დაამახსოვრეს და შეაყვარეს თავი. ირაკლი სტურუამ და ნათია წიქარიძემ 5 წლის წინ, თურქეთში გაიცნეს ერთმანეთი. როგორც თვითონ ამბობენ ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება. წყვილმა მალევე იქორწინა.
როგორ გაუმხილა ნათიამ იკას ორსულობის ამბავი - ემოციური ვიდეო