რა ღირს სწავლა მსოფლის ყველაზე ძვირადღირებულ სკოლებში და სად იღებს განათლებას დონალდ ტრამპისა და მელანია ტრამპის ვაჟი?
რა ღირს სწავლა მსოფლის ყველაზე ძვირადღირებულ სკოლებში და სად იღებს განათლებას დონალდ ტრამპისა და მელანია ტრამპის ვაჟი?
სკოლის შერჩევის დროს მშობლები არაერთ მნივნელოვან დეტალზე ამახვილებენ ყურადღებას. სხვადასხვა მიზეზთა გამო ზოგს საჯარო სკოლაში მიჰყავს შვილი, ზოგსაც - კერძოში. თუ გადავხედავთ კერძო სკოლებში სწავლის საფასურს, მივხდებით, რომ სასკოლო განათლების მისაღებად მშობლებს საკმაოდ სულიდური თანხის გაღება უწევთ.
გთავაზობთ მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული რამდენიმე სკოლის ჩამონათვალს:

წმინდა ანდრიას საეპისკოპოსო სკოლა
mshoblebi
წმინდა ანდრიას საეპისკოპოსო სკოლა მდებარეობს მერილენდის შტატში და იქ სწავლის წლიური საფასური შედაგენს 41, 925 დოლარს. სკოლა არის თეთრი სახლიდან 30 წუთის სავალ გზაზე და როგორც ჩანს, სწორედ ამ პრინციპით შეარჩიეს ის
საკუთარი ვაჟისთვის, ბერონ ტრამპისთვის, ამერიკის პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ. სკოლაში სწავლა ტრიმესტრულად მიმდინარეობს. 6-12 კლასის მოსწავლეებს საშუალოდ დღეში 4 გაკვეთილი აქვთ. საშუალო და უმაღლესი კლასის მოსწავლეებს წელიწადში უწევთ 5 ძირითადი კურსის გავლა: ინგლისურში, ისტორიაში, ენაში, მათემატიკაში და მეცნიერებაში. რელიგია, ხელოვნება (ვიზუალური და საშემსრულებლო) და მძლეოსნობა წელიწადში მინიმუმ ერთი ტრიმესტრი მაინც უნდა ისწავლონ.


წმინდა მიქაელის საუნივერსიტეტო სკოლა
mshoblebi
წმინდა მიქაელის საუნივერსიტეტო სკოლა შეიქმნა 1971 წელს, მას შემდეგ, რაც ორი სკოლა გაერთიანდა. იგი მდებარეობს კანადის საპორტო ქალაქ ვიქტორიაში. ამ სკოლაში სწავლის წლიური საფასური 43,222 ამერიკული დოლარია. სკოლა ძალიან ამაყობს თავისი აკადემიური მიღწევებით და მას ახლა ხელმძვანელობს მარკ ტერნერი.
შრუსბერის სკოლა
mshoblebi
შრუსბერის სკოლა მდებარეობს უელსის საზღვრიდან 10 მილის მოშორებით. სკოლის
სიახლოვეს მიედინება მდინარე სევერნი, რომელიც დიდ ბრიტანეთში ყველაზე გრძელი მდინარეა. უნდა აღინიშნოს, რომ სკოლას აქვს სატელიტი სკოლები ბანკონგში და ჰონკონგში.

mshoblebi
Stowe School- სკოლა მდებარეობს ინგლისში. სკოლის სწავლის წლიური საფასური 47,538 დოლარია. სკოლა 1923 წელ გაიხსნა და განათლებას იქ 2003 წლამდე მხოლოდ ვაჟები იღებდნენ. აღსანიშნავია ისიც რომ , „Stowe School“ არის G20 – სკოლების წევრი ( არაფორმალური გაერთიანება საშუალო სკოლების). სკოლის კურს დამთავრებულებს შორის არიან: მილიარდელი რიჩარდ ბრენსონი, მსახიობი ჰენრი კევილი და პრინცი ჰარის ყოფილი შეყვარებულები, ჩელსი დევი და კრესიდა ბონასი.


915
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები