"ყოფილმა ქმარმა ნონა შვილების თვალწინ მოკლა" - თელავში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები - მშობლები

"ყოფილმა ქმარმა ნონა შვილების თვალწინ მოკლა" - თელავში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

2019-09-23 14:30:57+04:00

თელავში, ჭონქაძის ქუჩაზე შემზარავი დანაშაული მოხდა. 50 წლის მამაკაცმა ყოფილი მეუღლე, 48 წლის ნონა ლაზარიაშვილი საკუთარ სახლში მოკლა და ამის შემდეგ თვითონაც დაიხალა ტყვია თავში. მამაკაცი უმძიმესი მდგომარეობით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს და როგორც ადგილობრივები ამბობენ, მას ამჟამად ოპერაცია უტარდება. მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ადგილობრივების თქმით, ცოლ- ქმარი დიდი ხანია გაშორებულები არიან, ამიტომ ვერ აუხსნიათ, რა გახდა მკვლელობის მიზეზი.

ერთ-ერთი ვერსიით დანაშაულის მოტივი ეჭვიანობა გახდა.
"გაშორებულები იყვნენ, ცოლ-ქმარს ერთმანეთთან ურთიერთობა არ ჰქონია. მამაკაცი თელავში არ ცხოვრობს, თბილისიდან თელავში ეტყობა შვილების სანახავად ჩამოვიდა და აქ დახვდა ყოფილი ცოლი. რაზე იკამათეს არ ვიცით. როგორც ჩანს, შეიარაღებული იყო და ქალს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, ამის მერე თავის მოკვლა სცადა - ტყვია თავში აქვს მოხვედრილი. ნონა ძალიან კარგი გოგო იყო, მშრომელი.

სამი შვილი ჰყავს და შვილიშვილებიც. უცხოეთში იყო სამუშაოდ წასული, მგონი, დუბაიში იყო და იქიდან ახალი ჩამოსული იყო. რატომ ესროლა ყოფილმა ქმარმა, არ ვიცით", - ამბობს ერთ-ერთი მეზობელი.

როგორც შევიტყვეთ, ნონას ყოფილი მეუღლე გვარად კეკელიძეა. იხილეთ სრულად