რამდენიმე დღის წინ, თბილისში, საბურთალოზე მიტოვებული ბავშვი იპოვეს, რომელიც დაახლოებით ერთი თვისაა.
ფაქტის გახმაურებიდან მეორე დღეს, "ფეისბუქზე" ემოციური პოსტი გამოაქვეყნა ბარბარე ამირბარმა, რომლის სახლთანაც ბავშვი დატოვეს.
"ძალიან დიდი ამბავი ატყდა, ამიტომ მეც დავწერ იმას, რისი დაწერაც გუშინ მინდოდა და ვერ შევძელი. გუშინ ყველაზე მძიმე დღე იყო ჩემთვის, გუშინ დავფიქრდი, კიდევ უფრო ღრმად, ჩვენს ცხოვრებაზე.ყოველი წამი თქვენს საყვარელ ადამიანებთან გატარებული არის ის, რისთვისაც სიცოცხლე ღირს. იმის შესაძლებლობა, რომ მე და ბექა გაბრიელს ვზრდით, გვიყვარს, ვაჭმევთ და ვეფერებით, ყველაფერს ვაძლევთ, რაც შეგვიძლია, ყოფილა ბედნიერება და არა ჩვეულებრივი მოვლენა, როგორადაც წარმოგვიდგენია ხოლმე.
გული ეხლაც ისე მიცემს, ისე ვიწვი შინაგანად,რომ რთულია გადმოვცე. კარებთან ბავშვის ტირილი-გავრბივართ და 1თვის (შეიძლება არც) უსუსური ბავშვი ჩვენ წინ....მეც დედა ვარ, იმწამსვე ჩავიხუტე და დაიძინა....(ბევრს ვეღარ ვილაპარაკებ)...პოლიციამ წაიყვანა, კარგად არის.
არ ვიცი,როგორ, ან რანაირად მაგრამ, თუ კითხულობ ჩემს პოსტს, შემეხმიანე. აბსოლუტურად ყველა გვერდში დაგიდგებით და გაგაზრდევინებთ ჩვენს ბიჭუნას... შენ ჭირდები, დედა სჭირდება ..."- წერს ბარბარე ამირბარი, რომლის სახლთანაც ჩვილი ბავში დატოვეს.
გთხოვთ გაავრცელოთ. - წერს ბარბარე ამირბარი, რომლის ოჯახმაც ჩვილი იპოვა.
ინფორმაციისთვის, რამდენიმე დღის წინ თბილისში მიტოვებული ჩვილი იპოვეს. შემთხვევა საბურთალოს რაიონის ტერიტორიაზე მოხდა. როგორც ბარბარე ამირბარი პოსტის კომენტარებში აღნიშნავს, ორი შემთხვევა იყო ბავშვის მიტოვების და ერთი პატარა მის სახლთან დატოვეს.
თბილისში მიტოვებული ჩვილი იპოვეს - რას წერს დედა წერილში, რომელიც ბავშვის კალათაში იდო